კაფსულებში მოთავსებულია წმინდად დაფქული მცენარის ფხვნილი. ფხვნილის სახით მცენარის მიღება ამარტივებს მის დოზირებულ მიღებას. მცენარის ასეთი სახით მიღებას აქვს თავისი უპირატესობა რადგან ორგანიზმში ხვდება მთლიანი სახით. შედეგად ორგანიზმი საკვებთან ერთად ითვისებს მასში შემავალ ყველა სასარგებლო ნივთიერბას. ამავე დროს კაფსულირებული ნედლეული გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს ფარმაკოლოგიურ და სამკურნალო თვისებებს ვიდრე პირდაპირი სახით.
სააფთიაქო გვირილა არის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე. მისი სიმაღლე მერყეობს 10 - 40 სმ. ღერო აქვს სწორმდგომი რომელზეც ღეროები მონაცვლეობით არის განლაებული. ასევე ღეროზეც ფოთლები მონაცვლეობით არის განლაგებული. ყვავილები არის თეთრი ყვითელი გულით. სამედიცინო მიზნით იყენებენ ყვავილების კალათებს.
სააფთიაქო გვირილას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, მადეზინფიცირებელი, სპაზმოლიტური, ანტიალერგიული, მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი მოქმედება. ასევე ასტიმულირებს კუჭის და ნაღვლის წვენის გამოყოფას, აძლიერებს მადას. ადუნებს გლუვ მუსკულატურას, ხსნის მუცლის ღრუს ორგანოების სპაზმს. ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას.
• ანთების საწინააღმდეგო • კუჭის წვენის სეკრეციის სტიმულაცია • ნაღვლის წვენის სეკრეციის სტიმულაცია • ტკივილგამაყუჩებელი • მადის სტიმულაცია • ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაცია • სპაზმოლიტური მოქმედება • ანტიბაქტერიულიგვირილა არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სამკურნალო მცენარე. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შინაგანი ასევე გარეგანი სახით. შინაგანად მას ძირითადად იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ როგორიც არის: ნაწლავური კოლიკები, გასტრიტი, პეპტიური წყლული, კოლიტი, ქოლეცისტოპათია და სხვა. ასევე ზედა სასუნთქი გზების (გაციებისა და ინფექციური) ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. ასევე მას აქვს მსუბუქი დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიალერგიული მოქმედება. მუცლის ძლიერი ტკივილის და კრუნჩხვების დროს.
სააფთიაქო გვირილა გარეგანად გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები (სტომატიტი, გინგივიტი, სოკოვანი ანთება), ჰალიტოზი (პირის ღრუში არასასიამოვნო სუნი). ცხელი საინფუზიო კომპრესები გამოიყენება გარე ჰემოროიდული კონუსების, პერიანალური აბსცესების, ვაგინალური დუჟირებისათვის ლეიკორეით და ა.შ. ასვე გამოიყენება ფეხის არასასიამოვნო ოფლდენის დროს. აქვს ანტი ალერგიული და დამამშვიდებელი ზემოქმედება კანზე. გვირილა კანს უნარჩუნებს ახალგაზრდულ იერს და სინოტივეს. კომპრესების სახით გამოიყენება ჭინჭრის ციების დროს.
• მეტეორიზმი • ნაწლავური კოლიკები • გასტრიტი • პეპტიური წყლული • კოლიტი • ქოლეცისტოპათია • კრუნჩხვები • სტომატიტი • გინგივიტი • ჰალიტოზი • ოფლდენა • ჭინჭრის ციებამიიღეთ 2 კაფსულა დღეში 3 ჯერ ჭამის დროს მცირე წყალთან ერთად.
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, გამოყენებამდე მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.
არ გადაჭარბოთ მითითებულ დოზებს.