სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
კომშის ფოთლის ფხვნილი
კომშის ფოთლის ფხვნილი
ფლაკონში არის 100 გრამი
1 – 21.00 ლარი
2 – 38.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

ფხვნილი არის ჰერმეტულად დახურულ პლასმასის ფლაკონში.

კომშის ფოთლის ფხვნილი

ფლაკონში მოთავსებულია ნედლეულის მშრალი ფხვნილი. ის საკმაოდ წმინდად არის დაფქული რაც გაგიმარტივებთ პროდუქტის მოხმარებას და დოზირების განსაზღვრას. დაქუცმაცებული მცენარისგან განსხვავებით ფხვნილი გაცილებით სწრაფად გასცემს ცივ და ცხელ წყალში თავის სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებებს. მიუხედავად იმისა, რომ მცენარე არის დაფქული, ის დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს თავის სამკურნალო თვისებებს, რადგან პლასმასის ფლაკონი იცავს მას როგორც მზის სხივებისგან ასევე ჰაერის ზემოქმედებისგან. ყოველი მოხმარების შემდეგ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ არაუმეტეს 25​°C.

კომშის ფოთოლი, Лист айвы, Cydonia oblonga

კომშის ფოთოლი არის ძალიან საინტერესო ფორმის როგორც არის ასახული სურათზე. მისი ფორმა არის კვერცხისებური ან ოვალური, ფოთლის წვეროები შეიძლება იყოს წვეტიანი ან ბლაგვი, ჩვეულებრივ იზრდება 12 სმ სიგრძემდე და 7.5 სმ სიგანემდე. ფოთლების ფერი ზემოდან მწვანეა ხოლო ქვემოდან ოდნავ მონაცრისფრო.

ქიმიური შემადგენლობა

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომშის ფოთოლს აქვს: ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელი, ამოსახველებელი, ანტიმიკრობული, სისხლაღმდგენი, შარდმდენი და იმუნომასტიმულირებელი თვისებები. ასევე ხელს უწყობს წონის დაკლებას, რადგან ის ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას.

• ანთების საწინააღმდეგო • ანტიბაქტერიული • შემკვრელი • ამოსახველებელი • სისხლაღმდგენი • იმუნომასტიმულირებელი

გამოყენება მედიცინაში

კომშის ფოთოლი გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ: ასთმა, ბრონქიტი, ხველა. ასევე ანემია, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებითი პროცესები, შარდ გამომყვანი სისტემის დაავადებები, ჰიპერტონია, ღვიძლის პათოლოგიები. ასევე ძალიან კარგია წონის კორექციისთვის.

• ასთმა • ბრონქიტი • ხველა • ანემია • ჰიპერტონია

დოზირება

ცივი ნაყენი. აიღეთ მცენარის ფხვნილი 10 გრამი და დაასხით 200 მლ. ანადუღარი ცივი წყალი, გააჩერეთ 8 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ ორმაგ დოლბანდში. მიღებული ნაყენი მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, თითო ჯერზე ჭიქის 1/3 ნაწილი.

ცხელი ნაყენი. აიღეთ მცენარის ფხვნილი 10 გრამი და დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი, გააჩერეთ 45 წუთი (გაგრილებამდე). შემდეგ გადაწურეთ ორმაგ დოლბანდში. მიღებული ნაყენი მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, თითო ჯერზე ჭიქის 1/3 ნაწილი.

ნახარში. აიღეთ მცენარის ფხვნილი 10 გრამი და დაასხით 300 მლ. წყალი. დადგით წყლის აბაზანაზე და ადუღეთ 20-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ გააგრილებამდე, გადაწურეთ ორმაგ დოლბანდში. მიღებული ნაყენი მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, თითო ჯერზე ჭიქის 1/3 ნაწილი.

უკუჩვენებები

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

ანტიბიოტიკებთან ერთად მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

პლევრიტის შემთხვევაში მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, გამოყენებამდე მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს.

ქრონიკული ყაბზობის (შეკრულობის) შემთხვევაში მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.