სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
კომშის ფოთლის ნაყენი
კომშის ფოთლის ნაყენი
ბოთლში არის 100 მილილიტრი / ნაყენი არის 10%
1 – 16.00 ლარი
2+1 - 32 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ პლასმასის ბოთლით. როგორც არის ასახული სურათზე

კომშის ფოთლის ნაყენი

ნაყენი დამზადებულია ნედლეულისგან და 70% ხორბლის სპირტისგან. ნაყენი შეიცავს სპირტში და წყალში ხსნად ყველა ფარმაკოლოგიურ და სასარგებლო ნივთიერებას რომელიც შედის მცენარის შემადგენლობაში. ამ მეთოდით მიღებული ნაყენი გაცილებით კონცენტრირებული და დაგაჯერებულია ვიდრე წყალზე დამზადებული ნაყენი ან ნახარში, რადგან სპირტი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო გამხსნელად. ამიტომ მისი მიღება ხდება მცირე დოზებით (წვეთების სახით).

კომშის ფოთოლი, Лист айвы, Cydonia oblonga

კომშის ფოთოლი არის ძალიან საინტერესო ფორმის როგორც არის ასახული სურათზე. მისი ფორმა არის კვერცხისებური ან ოვალური, ფოთლის წვეროები შეიძლება იყოს წვეტიანი ან ბლაგვი, ჩვეულებრივ იზრდება 12 სმ სიგრძემდე და 7.5 სმ სიგანემდე. ფოთლების ფერი ზემოდან მწვანეა ხოლო ქვემოდან ოდნავ მონაცრისფრო.

ქიმიური შემადგენლობა

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომშის ფოთოლს აქვს: ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელი, ამოსახველებელი, ანტიმიკრობული, სისხლაღმდგენი, შარდმდენი და იმუნომასტიმულირებელი თვისებები. ასევე ხელს უწყობს წონის დაკლებას, რადგან ის ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას.

• ანთების საწინააღმდეგო • ანტიბაქტერიული • შემკვრელი • ამოსახველებელი • სისხლაღმდგენი • იმუნომასტიმულირებელი

გამოყენება მედიცინაში

კომშის ფოთოლი გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ: ასთმა, ბრონქიტი, ხველა. ასევე ანემია, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებითი პროცესები, შარდ გამომყვანი სისტემის დაავადებები, ჰიპერტონია, ღვიძლის პათოლოგიები. ასევე ძალიან კარგია წონის კორექციისთვის.

• ასთმა • ბრონქიტი • ხველა • ანემია • ჰიპერტონია

დოზირება

25–30 წვეთი გახსენით 30 მლ ანადუღარ თბილ წყალში. მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამიდან 30 წუთის შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. არ მიიღოთ ცარიელ კუჭზე.

უკუჩვენებები

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

ანტიბიოტიკებთან ერთად მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

პლევრიტის შემთხვევაში მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, გამოყენებამდე მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს.

ქრონიკული ყაბზობის (შეკრულობის) შემთხვევაში მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.