სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
კორეული ჟენშენის ფესვები კაფსულებში
კორეული ჟენშენის ფესვები კაფსულებში
ფლაკონში არის 90 კაფსულა / 1 კაფსულა 500 მილიგრამი
30 – 28.00 ლარი
60 – 52.00 ლარი
90 – 69.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

30 ან 60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ჟენშენის აღწერა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: არალიისებრნი
სახეობა: ჟენშენი

ჟენშენი არის ნელაზრდადი, მრავალწლიანი არალიისებრთა ოჯახის სამკურნალო ბალახოვანი მცენარე. ფესვი მთავარღერძიანია, ხორცოვანი, მოთეთრო-ნაცრისფერი ან მოყვითალო, მცირედ დატოტვილია და ადამიანის სხეულს ჰგავს. ღერო სწორია, მისი სიმაღლეა დაახლოებით 50 სმ. ნაყოფი არის წითელი კენკრა. ფესვი იწონის 400 გრამს. მისგან დამზადებულ პრეპარატს (სპირტიანი ნაყენი, ფხვნილი, ტაბლეტი) იყენებენ მედიცინაში, როგორც მასტიმულირებელ და ტონუსის მომცემ საშუალებას.

ჟენშენი იზრდება ჩრდილოეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ აზიაში (კორეაში, ბუტანში, აღმოსავლეთ ციმბირში, ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში), როგორც წესი ცივ კლიმატში.

ჟენშენის ფესვის ქიმიური შემადგენლობა

ვიტამინები:

ნიკოტინმჟავა (B ჯგუფის ვიტამინი), ასკორბინის მჟავა (C ჯგუფის ვიტამინი), ბიოტინი (B ჯგუფის ვიტამინი), ფოლიუმის მჟავა (B ჯგუფის ვიტამინი), პანტოთენის მჟავა (Bჯგუფის ვიტამინი), რიბოფლავინი (B ჯგუფის ვიტამინი).

მიკრო ელემენტები

რკინა(Fe), სპილენძი(Cu), თუთია(Zn), მანგანუმი(Mn), ალუმინი(Al).

მაკრო ელემენტები

ფოსფორი(P), კალიუმი(K), კალციუმი(Ca) , მაგნიუმი(Mg), ალუმინი(Al).

ასევე ჟენშენის ფესვები შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთერებებს როგორიცაა: ჟენშენის საპონინები, ჟენშენის ზეთი, ნახშირწყლები, ორგანულ მჟავები, აზოტოვანი ნივთიერებები, ამინომჟავები და პეპტიდები, მინერალები და ა.შ

ჟენშენის გამოყენება მედიცინაში

ჟენშენს დიდი ხანია რაც ადამიანი იყენებს მკურნალობის მიზნით. მისი მდიდარი ქიმიური შემადგენლობის წყალობით ის დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე და ორგანიზმს ეხმარება მრავალ დაავადებს გაუწიოს წინააღმდეგობა. ის ძირითადად ორგანიზმზე მოქმედებს კომპლექსურად, რისი წყალობითაც გაცილებით სწრაფად ხდება სასურველი შედეგის მიღწევა.

ჟენშენის ფესვების მოქმედება სისხლის მიმოქცევის სისტემაზე:
ჟენშენის მოქმედებით ხდება ტელეანგიექტაზია (კაპილარების და წვრილი სისხლძარღვების გაფართოება, გაგანიერება). ამით მცირდება პერიფერიული წინაღობა, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ტვინს უკეთ მიეწოდება სისხლი, ამიტომ ხდება მისი უკეთ ფუნქციონირება.

ჟენშენი აკონტროლებს სისხლის შედედებას და ამით ხელს უშლის ცერებრალური თრომბოზის წარმოქმნა, განვითარებას. ჟენშენი შეიცავს რუბიდიუმსა - (Rb) და როენტგენიუმს (Rg) , რაც ეხმარება ორგანიზმს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებაში.

ჟენშენის ფესვების მოქმედება მეტაბოლიზმზე:
ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას, რაც ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი სეკრეტის - ნაღველის გამომუშშავებას, სისხლში არსებული ზედმეტი გლუკოზის ღვიძლში შენახვას და ა.შ

ააქტიურებს ყველა იმ ზიმოგენს-არააქტიურ ფერმენტებს, რომლების ალკოჰოლის მონელებასთან არიან დაკავშირებულნი.

ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას და ხელს უწყობს ინსულინის წარმოქმნას, რითაც ხდება დიაბეტის თავიდან აცილება.

ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს კანის ტენიანობას , რაც ხელს უშლის მის გაუწყლოებას.

ჟენშენის ფესვების მოქმედება იმუნურ სისტემაზე:
ხელს უშლის აივ ინფექციისგან შიდსის განვითარებას.

ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების გამრავლებას. გამოიყენება როგორც ანტიკანცეროგენი, და ორგანიზმის შინაგანი გარემოს დაბინძურების ინჰიბიტორი.

ჟენშენის ფესვების მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე:
ჟენშენის საპონინი პანაქსტრიოლი ხელს უშლის ლეთარგიას (უმოქმედობას გარე გამღიზიანებელზე), ააქტიურებს მგრძნობელობა შესუსტებულ ნერვებს . ხოლო პანაქსადიოლი ამშვიდებს ჰიპერაქტიულ ნერვებს. ტვინში ზრდის კატექოლამინების რაოდენობას, რაც ხელს უწყობს ავტონომიური ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ჟენშენის ფესვების მოქმედება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე:
ააქტიურებს კუჭის კედლის სისხლრძარღვებში სისხლის მიმოქცევას, რაც ასტიმულირებს კუჭის მოქმედებას. ჟენშენის უჯრედის კედელს აშენებს პოლისაქარიდი ცელულოზა, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას.

ჟენშენის ფესვების მოქმედება სასქესო სისტემაზე:
ჟენშენის ფესვების გამოყენება დადებითად მოქმედებს მამაკეცების სასქესო სისტემაზე, ეს გამოწვეულია მცენარეში შემავალი ჟენშენის საპონინებით, ისი ეხმარება ორგანიზმს აღიდგინოს სასქესო სისტემის ჯანმრთელობა. მცენარე აუმჯობესებს ერქციას, ძლიერდება ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ, ასევე სპერმატოზოიდები უფრო მოძრავი ხდებიან, რაც ზრდის მამაკაცის რეპროდუქციულ უნარს. ასევე ეხმარება სექსუალურ დისფუნქციასთან ბრძოლაში.


სასარგებლო თვისებები:
  1. აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლმომარაგებას და მის ფუნქციონირებას;
  2. ხელს უწყობს ქსოვილთა სწრაფ რეგენერაციას;
  3. ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის შემცველობას;
  4. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები;
  5. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს;
  6. ეხმარება ორგანიზმს ცხიმის წვასა და წონის სწრაფ კლებაში;
  7. ხელს უშლის კისტოზური ფიბროზის - ფილტვის ინფექციის გავრცელებას;
  8. აძლიერებს იმუნურ სისტემას;
  9. აქვს ანტისიმსივნური თვისებები, ხელს უშლის მეტასტაზების გავრცელებას;
  10. კურნავს სექსუალურ დისფუნქციას;
  11. აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. არეგულირებს არტერიულ წნევას.

ჟენშენის ფესვის / რეცეპტები / დამზადება / მიღება

ზრდასრული ადამიანებისთვის 1 დან 3 კაფსულამდე – სასურველია ჭამის დროს.

უკუჩვენება

გამოყენებამდე – აუცილებლად გაიარეთ კოსულტაცია ექიმთან. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით თუ იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ან გაქვთ ქრონიკული დაავადება.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

არ მიიღოთ ჟენშენი თუ მკურნალობთ ანტიდეპრესანტებით, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებით, ანტიფსიქოზური პრეპარატებით, სტიმულატორებით მორფინით და ვარფარინით.

ჟენშენის მიღება არ არის რეკომენდირებული მწვავე ინფექციური დაავადებების დროს და მათთვის ვისაც აწუხებს მაღალი არტერიული წნევა.

გადამეტებული დოზის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს: თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, გულისცემის აჩქარება, შფოთვა, გაღიზიანება, უმადობა, ძილის პრობლემები, ღებინება, არტერიული წნევის მომატება, სუნთქვის გახშირება და ა.შ

გვერდითი მოვლენების თავიდან ასარიდებლად არ მიიღოთ ჟენშენი სამ თვეზე მეტხანს. რამდენიმე კვირიანი შესვენების შემდეგ განაგრძეთ მისი მიღება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.