ჟენშენის ფესვის ნაყენი დამზადებულის მაღალი ხარისხის ფესვისგან და ხორბლის 70% სპირტისგან. ნაყენი შეიცავს ჟენშენის ფესვის სასარგებლო ნივთიერებების მთელ სპექტრს. ამიტომ მისი გამოყენებით მიიღებთ მაქსიმალურ ეფექტს. პრაქტიკულად ეს არის ჟენშენის ექსრაქტი. ანუ კონცენტრირებული ნაყენი. ამიტომ ის გამოიყენება წვეთების სახით.
რადგან ჟენშენი ძლირი სტიმულატორია, ნაყენის ბოლო მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 15.00-16.00 სთ.
მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 15-20 წვეთი.
ხანგრძლივობა: არაუმეტეს 6 კვირისა. შემდეგ დაისვენეთ 30 დღე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დროს.
არ მიიღოთ ჟენშენი თუ მკურნალობთ ანტიდეპრესანტებით, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებით, ანტიფსიქოზური პრეპარატებით, სტიმულატორებით მორფინით და ვარფარინით.
ჟენშენის მიღება არ არის რეკომენდირებული მწვავე ინფექციური დაავადებების დროს და მათთვის ვისაც აწუხებს მაღალი არტერიული წნევა.
გადამეტებული დოზის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს: თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, გულისცემის აჩქარება, შფოთვა, გაღიზიანება, უმადობა, ძილის პრობლემები, ღებინება, არტერიული წნევის მომატება, სუნთქვის გახშირება და ა.შ