მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: არალიისებრნი
სახეობა: ჟენშენი
ჟენშენი არის ნელაზრდადი, მრავალწლიანი არალიისებრთა ოჯახის სამკურნალო ბალახოვანი მცენარე. ფესვი მთავარღერძიანია, ხორცოვანი, მოთეთრო-ნაცრისფერი ან მოყვითალო, მცირედ დატოტვილია და ადამიანის სხეულს ჰგავს. ღერო სწორია, მისი სიმაღლეა დაახლოებით 50 სმ. ნაყოფი არის წითელი კენკრა. ფესვი იწონის 400 გრამს. მისგან დამზადებულ პრეპარატს (სპირტიანი ნაყენი, ფხვნილი, ტაბლეტი) იყენებენ მედიცინაში, როგორც მასტიმულირებელ და ტონუსის მომცემ საშუალებას.
ჟენშენი იზრდება ჩრდილოეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ აზიაში (კორეაში, ბუტანში, აღმოსავლეთ ციმბირში, ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში), როგორც წესი ცივ კლიმატში.
ნიკოტინმჟავა (B ჯგუფის ვიტამინი), ასკორბინის მჟავა (C ჯგუფის ვიტამინი), ბიოტინი (B ჯგუფის ვიტამინი), ფოლიუმის მჟავა (B ჯგუფის ვიტამინი), პანტოთენის მჟავა (Bჯგუფის ვიტამინი), რიბოფლავინი (B ჯგუფის ვიტამინი).
რკინა(Fe), სპილენძი(Cu), თუთია(Zn), მანგანუმი(Mn), ალუმინი(Al).
ფოსფორი(P), კალიუმი(K), კალციუმი(Ca) , მაგნიუმი(Mg), ალუმინი(Al).
ასევე ჟენშენის ფესვები შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთერებებს როგორიცაა: ჟენშენის საპონინები, ჟენშენის ზეთი, ნახშირწყლები, ორგანულ მჟავები, აზოტოვანი ნივთიერებები, ამინომჟავები და პეპტიდები, მინერალები და ა.შ
ჟენშენს დიდი ხანია რაც ადამიანი იყენებს მკურნალობის მიზნით. მისი მდიდარი ქიმიური შემადგენლობის წყალობით ის დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე და ორგანიზმს ეხმარება მრავალ დაავადებს გაუწიოს წინააღმდეგობა. ის ძირითადად ორგანიზმზე მოქმედებს კომპლექსურად, რისი წყალობითაც გაცილებით სწრაფად ხდება სასურველი შედეგის მიღწევა.
ჟენშენის ფესვების მოქმედება სისხლის მიმოქცევის სისტემაზე:
ჟენშენის მოქმედებით ხდება ტელეანგიექტაზია (კაპილარების და წვრილი სისხლძარღვების გაფართოება, გაგანიერება). ამით მცირდება პერიფერიული წინაღობა, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ტვინს უკეთ მიეწოდება სისხლი, ამიტომ ხდება მისი უკეთ ფუნქციონირება.
ჟენშენი აკონტროლებს სისხლის შედედებას და ამით ხელს უშლის ცერებრალური თრომბოზის წარმოქმნა, განვითარებას. ჟენშენი შეიცავს რუბიდიუმსა - (Rb) და როენტგენიუმს (Rg) , რაც ეხმარება ორგანიზმს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებაში.
ჟენშენის ფესვების მოქმედება მეტაბოლიზმზე:
ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას, რაც ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი სეკრეტის - ნაღველის გამომუშშავებას, სისხლში არსებული ზედმეტი გლუკოზის ღვიძლში შენახვას და ა.შ
ააქტიურებს ყველა იმ ზიმოგენს-არააქტიურ ფერმენტებს, რომლების ალკოჰოლის მონელებასთან არიან დაკავშირებულნი.
ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას და ხელს უწყობს ინსულინის წარმოქმნას, რითაც ხდება დიაბეტის თავიდან აცილება.
ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს კანის ტენიანობას , რაც ხელს უშლის მის გაუწყლოებას.
ჟენშენის ფესვების მოქმედება იმუნურ სისტემაზე:
ხელს უშლის აივ ინფექციისგან შიდსის განვითარებას.
ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების გამრავლებას. გამოიყენება როგორც ანტიკანცეროგენი, და ორგანიზმის შინაგანი გარემოს დაბინძურების ინჰიბიტორი.
ჟენშენის ფესვების მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე:
ჟენშენის საპონინი პანაქსტრიოლი ხელს უშლის ლეთარგიას (უმოქმედობას გარე გამღიზიანებელზე), ააქტიურებს მგრძნობელობა შესუსტებულ ნერვებს . ხოლო პანაქსადიოლი ამშვიდებს ჰიპერაქტიულ ნერვებს.
ტვინში ზრდის კატექოლამინების რაოდენობას, რაც ხელს უწყობს ავტონომიური ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ჟენშენის ფესვების მოქმედება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე:
ააქტიურებს კუჭის კედლის სისხლრძარღვებში სისხლის მიმოქცევას, რაც ასტიმულირებს კუჭის მოქმედებას.
ჟენშენის უჯრედის კედელს აშენებს პოლისაქარიდი ცელულოზა, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას.
ჟენშენის ფესვების მოქმედება სასქესო სისტემაზე:
ჟენშენის ფესვების გამოყენება დადებითად მოქმედებს მამაკეცების სასქესო სისტემაზე, ეს გამოწვეულია მცენარეში შემავალი ჟენშენის საპონინებით, ისი ეხმარება ორგანიზმს აღიდგინოს სასქესო სისტემის ჯანმრთელობა. მცენარე აუმჯობესებს ერქციას, ძლიერდება ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ, ასევე სპერმატოზოიდები უფრო მოძრავი ხდებიან, რაც ზრდის მამაკაცის რეპროდუქციულ უნარს. ასევე ეხმარება სექსუალურ დისფუნქციასთან ბრძოლაში.
სპირტიანი ნაყენის მომზადება და მიღების წესი;
15 გრამი ჟენშენის ფესვს დავასხათ 0,5 ლიტრი არაყი (40%). გააჩერეთ ბნელ და გრილ ადგილას 3 კვირა, პერიოდიულად შეანჯღრიეთ (დღეში ერთხელ). 3 კვირის შემდეგ მიღებული ნაყენი გაწურეთ 6 პირ დოლბანდში.
რადგან ჟენშენი ძლირი სტიმულატორია, ნაყენის ბოლო მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 15.00-16.00 სთ.
მიიღეთ დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 15-20 წვეთი.
ხაnგრძლივობა: არაუმეტეს 6 კვირისა. - შემდეგ დაისვენეთ 30 დღე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.
გამოყენებამდე – აუცილებლად გაიარეთ კოსულტაცია ექიმთან. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით თუ იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ან გაქვთ ქრონიკული დაავადება.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
არ მიიღოთ ჟენშენი თუ მკურნალობთ ანტიდეპრესანტებით, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებით, ანტიფსიქოზური პრეპარატებით, სტიმულატორებით მორფინით და ვარფარინით.
ჟენშენის მიღება არ არის რეკომენდირებული მწვავე ინფექციური დაავადებების დროს და მათთვის ვისაც აწუხებს მაღალი არტერიული წნევა.
გადამეტებული დოზის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს: თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, გულისცემის აჩქარება, შფოთვა, გაღიზიანება, უმადობა, ძილის პრობლემები, ღებინება, არტერიული წნევის მომატება, სუნთქვის გახშირება და ა.შ
გვერდითი მოვლენების თავიდან ასარიდებლად არ მიიღოთ ჟენშენი სამ თვეზე მეტხანს. რამდენიმე კვირიანი შესვენების შემდეგ განაგრძეთ მისი მიღება.