მსოფლიოში არსებულ ყველა სამკურნალო მცენარეებს შორის, ჩინური Panax Ginseng, რომელიც მოიპოვება ჩანპაის მთაზე, (მდებარეობს ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის) 2000 წელია რაც აზიელებისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირფას მცენარეს წარმოადგენს. აზიური ჟენშენი, ოფიციალურად ცნობილია როგორც ჟენშენი Panax, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე პატივცემული მცენარეა.
წითელი ჟენშენის ფარმაკოლოგიური აქტივობა განპირობებულია, მასში შემავალი საპონინებისებრ გლიკოზიდ – გინსენოზიდებით. ასევე შეიცავს: Ⴎანაქსოზიდი A და B პანაკვილონი, პანაქსინი, ცხიმოვანი და ეთერ ზეთები, სტერინები, პეპტიდები, ვიტამინები და მინერალები. ჟენშენი შეიცავს ბევრ აქტიურ კომპონენტებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ინგრედიენტს საპონინები წარმოადგენს.
ჟენშენის უამრავი სახეობა არსებობს და ყველას თავისი მახასიათებლები აქვს, თუმცა ყველაზე მეტად ღირებულია აზიური ჟენშენი - Red Panax Ginseng.
ადაპტოგენური ეფექტი. ჟენშენი დაგეხმარებათ მოერგოთ ყველა სახის რთულ სიტუაციებს, შეგანარჩუნებინებთ გამძლეობას და სტაბილურობას სტრესულ პირობებში.
ჟენშენი არის ენერგეტიკული ტონიკი. მისი მატონიზირებელი ეფექტი ვლინდება ცენტრალურ ნერვიულ სისტემასა და ენდოკრენულ სისტემაზე. ჟენშენი ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ამავდროულად ამცირებს სისუსტის შეგრძნებას, ძილიანობას, ასევე ზრდის გონებრივ და ფიზიკურ უნარიანობას. ის დაგეხმარებათ ნერვების დამშვიდებაში და აგიმაღლებთ შრომისუნარიანობას.
ჩინური ჟენშენი მოქმედებს, როგორც ენერგოტონიკი, რადგან იგი მოიცავს დიდი რაოდენობით არა "გამაგრილებელ" არამედ "დამათბობელ" გინზენოზიდებს (ჟენშენის ძირითადი აქტიური კომპონენტი), რომელიც ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს ბალანსი და ჰარმონია მასში შემავალ სხვადასხვა სისტემებს შორის.
ჟენშენი კარგი მასტიმულირებელი საშუალებაა გონებრივი და ფიზიკური დაძაბულობის დროს. გამოიყენება გონებრივი აქტივობისა და ფიზიკური გამძლეობის გაზრდისათვის.
აძლიერებს იმუნურ სისტემას. ამცირებს ქოლესტერინისა და გლუკოზის შემცველობას სისხლში. გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება 2 ე ტიპის დიაბეტის დროს.
წითელი ჟენშენის ექსტრაქტი საუკეთესო საშუალებაა მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქებისთვის.
ზრდასრულებში 1 ბოთლი 1 - ჯერ დღეში. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი და მთლიანად დალიეთ შიგთავსი.
უძილობის თავიდან ასარიდებლად ექსტრაქტი არ მიიღოთ დღის მეორე ნახევარში.
ფეხმძიმობის, ლაქტაციის ან თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, ექსტრაქტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
ძალიან იშვიათად თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ძილის დარღვევა, ტაქიკარდია, აგზნებადობა, არტერიული წნევის მომატება, კანის ალერგიული რეაქციები.