სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ალოე ვერას ნატურალური წვენი
ალოე ვერას ნატურალური წვენი
1 ლიტრი
109.00 ლარი
აშშ / კომპანია – Piping Rock

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

ალოე ვერას წვენის აღწერა

ალოე ვერას წვენს იღებენ მცენარის შუა გულიდან, წვენი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით და ვიტამინებით. ალოეს წვენი და ახლად მოჭრილი მცენარის ფოთლები აბსოლუტურად იდენტურია თავისი თვისებებით. რადგან მათი შემადგენლობა არაფრით არ განსხვავდება. წვენი მდიდარია ფერმენტებით, მინერალებით და ამინომჟავებით.

წვენის შემადგენლობაში შედის ნატურალური წვენი 96,3% ხოლო დანარჩენი 3,7% არის: სორბილოლი, ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), ლიმონმჟავა, კალიუმის სორბეტი, ნატრიუმის ბენზოატი, ქსანტანის ფისი, ტოკოფერორი (ვიტამინი E) ბოსტნეულიდან და ხორბლის ჩანასახებიდან. ეს ნატურალური და ბუნებრივი ნივთიერებები ეხმარება წვენს შეინარჩუნოს ყველა თავისი სასარგებლო და გამაჯანსაღებელი თვისება.

ალოე ვერას წვენის დადებითი თვისებები

ალოე ვერას საოცარი გამაჯანსაღებელი თვისებების შესახებ უკვე ბევრი ადამიანისთვის ცნობილია. მეცნიერული კვლევებით და ცდებით დამტკიცდა, რომ ეს მცენარე ძალიან დადებითად და გამაჯანსაღებელად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. გვინდა წარმოგიდგინოთ ჩამონათვალი თუ რომელი პრობლემების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი წვენი.


  1. აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს.
  2. ასტიმულირებს ორგანიზმიდან შლაკების და ტოქსინების გამოყოფის პროცესს.
  3. აქვს ბაქტერიოციდული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
  4. აუმჯობესებს წყალში და ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვის პროსესს.
  5. ეხმარება ორგანიზმს ქსოვილების სწრაფ აღდგენაში.
  6. ნორმაში მოჰყავს ორგანიზმის ph ბალანსი უჯრედის დონეზე.
  7. ასტიმულირებს კანის ქსოვილების რეგენერაციის პროცესს, ფსორიაზის დროსაც.
  8. აძლიერებს იმუნური სისტემის მუშაობას.

გარდა ამისა ალოე ვერას წვენი არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი, ის იცავს ორგანიზმს ანთებითი პროცესებისგან, ასევე ალოე არის მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. მისი გამოყენება ეხმარება ორგანიზმს თვით გაწმენდაში, ეხმარება მას ტოქსიკური ნივთიერებების და შლაკების გამოყვანაში. ასუფთავებს ნაწლავებს ნადებებისგან. შლის და გამოდევნის ფეკალურ ქვებს, აგრეთვე ასუფთავებს ნაწლავის ეგრეთ წოდებულ ჯიბეებს. მოგეხსენებათ სუფთა ნაწლავები ეს არის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობა.

თუ გადაწყვეტილი გაქვთ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და დაიბრუნოთ ან შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ალოეს წვენი დაგეხმარებათ მიაღწიოთ თქვენ მიზანს.

ალოე ვერას წვენის მიღების წესი

ზრდასრული ადამიანებისთვის: პირველი 3 დღე მიიღეთ 1 სუფრის კოვზი. რათა მიეჩვიოს ორგანიზმი, ხოლო შემდეგ შეგიძლიათ ერთჯერზე მიიღოთ 20-60 მილილიტრი. დღუირი მაქსიმალური დოზა შეადგენს 120 მილილიტრს - არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.

გამოყენების წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ ბოთლი. გახსნის შემდეგ ბოთლი უნდა შეინახოთ მაცივარში, მაგრამ არა საყინულეში.

კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.

გაფრთხილება

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.