ალოე ვერას ექსტრაქტი კაფსულებში დამზადებულის ამერიკაში. ექსტრაქტი მოთავსებულია კაფსულებში თხევადი სახით. მისი კონცენტრაცია არის კაფსულაში 5 000 მილიგრამი, ანუ 1 კაფსულის მიღებით იღებთ 5 გრამ ალოეს შიგთავსს. პროდუქტი მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან რადგან კომპანია განსაკუთრებულად ზრუნავს თავისი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე. ალოეს შესახებ ბევრის თქმა შეიძლება რადგან ის ძლიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
ალოე ვერას აქვს მკვეთრად გამოხატული ბაქტერიოციდული თვისებაც და ბაქტერიოსტატიკურიც, ის აქტიურად ებრძვის ისეთ ბაქტერიებს როგორიც არის: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ნაწლავის და დიფტერიის ჩხირები. მას ანთების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება გააჩნია. ასევე ის სტიმულირებას უკეთებს ჭრილობების სწრაფად შეხორცების პროცესს. ორგანიზმიდან გამოჰყავს რადიაციის პროდუქტები. კარგ დახმარებას უწევს იმუნურ სისტემას ბაქტერიებთან ბრძოლაში. შესანიშნავი ბიოსტიმულატორია. ალოეს შინაგანი გამოყენება აძლიერებს იმუნურ სისტემას და აძლიერებს დასუსტებულ ორგანიზმს.
ალოე ვერას, გარდა ხალხური მედიცინისა, იყენებენ ტრადიციულ მედიცინაშიც. მაგალითად ალოეს ნედლი წვენი გამოიყენება:
იმუნიტეტი.
ალოეს წვენი შესანიშნავი მატონიზირებელი და გამაახალგაზრდავებელი საშუალებაა. ასევე აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი.
ფოთლების წვენი აუმჯობესებს მადას და ხელს უწყობს მონელების პროცესს. აქვს სუსტი საფაღარათო მოქმედება. აუმჯობესებს ნაწლავების პერესტალტიკას. ასევე აქვს ნაღვლმდენი მოქმედება.
ზრდასრული ადამიანებისთვის 1 კაფსულა დღეში 3 – ჯერ სასურველია ჭამის დროს.
არ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
არ გამოიყენოთ 19:00 საათის შემდეგ რომ არ გამოიწვიოს უძილობა.
თუ შენიშნავთ რაიმე უკუჩვენებას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.