სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ალოე ხისმაგვარი სამკურნალო კოსმეტიკისთვის
ალოე – ნედლი სახით
1 კილოგრამი
24.00 ლარი

45.00 ლარი
საქართველო

შეკვეთის დროს ხდება მცენარის მოჭრა ან მცენარიდან ფოთლების აჭრა და ადგილზე მიტანა. შესაბამისად პროდუქტი მუდმივად ნედლი სახით მიეწოდება მომხმარებელს.

ალოეს აღწერა

ალოე არის მარადმწვანე მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე.
სამშობლო – სამხრეთ აფრიკა. ჩვენთან ბუნებაში ველური სახით არ გვხდება.
სიმაღლე – საქართველოში 50 – 80 სანტიმეტრი. სამშობლოში მისი სიმაღლე 4 მეტრს აღწევს.
ოჯახი – შროშანისებრთა, ხორცოვანი, მჯდომარე.
ფესვი – გრძელი დატოტვილი.
ფოთლები – 30 – 40 სანტიმეტრი. ისინი ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული. ფოთლები შიგნიდან არის წვნიანი და ლორწოვანი. მათი მეშვეობით ის ინახავს ტენს და გვალვიან პეროიდში შეუძლია ფოთლებში შენახული ტენით გაუძლოს გვალვას.
ყვავილი – ყვავილები წითელი ან ნარინჯისფერი. ყვავილს აქვს მტევნის ფორმა. ყვავილობის შემდეგ ნაყოფი არ წარმოიქმნება.

ალოეს ქიმიური შემადგენლობა

ვიტამინები:

B ჯგუფის ვიტამინები, E და C.

ალოეს ფოთლები ასევე შეიცავს: ფერმენტებს, ეთერზეთებს, ფისოვან ნივთიერებებს და რაც მთავარია ალოინს. ასევე ალოე შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ასევე ის შეიცავს 22 ამინომჟავიდან 20 ამინომჟავას რომლებიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმისთვის.

ალოეს ფარმაკოლოგიური თვისებები

ალოეს აქვს მკვეთრად გამოხატული ბაქტერიციდული თვისებაც და ბაქტერიოსტატიკურიც, ის აქტიურად ებრძვის ისეთ ბაქტერიებს როგორიც არის: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ნაწლავის და დიფტერიის ჩხირები. მას ანთების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება გააჩნია. ასევე ის სტიმულირებას უკეთებს ჭრილობების სწრაფად შეხორცების პროცესს. ორგანიზმიდან გამოჰყავს რადიაციის პროდუქტები. კარგ დახმარებას უწევს იმუნურ სისტემას ბაქტერიებთან ბრძოლაში. შესანიშნავი ბიოსტიმულატორია. ალოეს წვენის შინაგანი გამოყენება აძლიერებს იმუნურ სისტემას და აძლიერებს დასუსტებულ ორგანიზმს.

ალოეს გამოყენება მედიცინაში

ალოეს, გარდა ხალხური მედიცინისა, იყენებენ ტრადიციულ მედიცინაშიც. მაგალითად ალოეს ნედლი წვენი გამოიყენება:


  1. ჩირქოვანი ჭრილობების
  2. ტროფიკული წყლულების
  3. დამწვრობების
  4. აბსცესების
  5. ფურუნკულების სამკურნალოდ.

თმის ცვენის შემთხვევაში ალოეს წვენს ურევენ ღვინოს (ნატურალურს) და ისე იღებენ. ასევე კარგია თავის დაბანა წვენის და ძმრის ნაზავით. წვენის კომპრესი აჩქარებს დასხივებით გამოწვეული დერმატიტის დროს ქსოვილის აღდგენას და თმის ზრდას.

საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს პრაქტიკამ აჩვენა, რომ კარგი შედეგები გამოაქვს ახალგამოწურულ წვენში დასველებული ტამპონების საშოში განთავსებას.

აქტიურად იყენებენ ალოეს წვენს სხვადასხვა პრეპარატებში თვალების სამკურნალოდ. გამოიყენება ასევე კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ.

გარდა ამისა მედიცინაში მას იყენებენ ტურბერკულოზის სამკურნალოდ. ის უებარი საშუალებაა კლიმაქტერულ და მის შემდგომ პერიოდში გამოწვეულ უსიამოვნებებთან საბრძოლველად. რადგან ის არის არასეპტიკური საშუალება, მას აგრეთვე იყენებენ.


  1. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის
  2. ქალური დაავადებების
  3. კანის ტუბერკულოზური წყლულების
  4. სკლეროდერმიის
  5. პერიფერიული ნერვული სისტემის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ

ალოეს გამოყენების რეცეპტები

ალოეს სამკურნალო თვისებების შესახებ ადამიანისთვის ცნობილი გახდა 3000 წლის წინ. მას იყენებდნენ ეგვიპტეში, უფრო გვიან ინდოეთში, საბერძნეთში და იტალიაში მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ.

სამკურნალოდ იყენებებ მცენარის ფოთლებსა და წვენს.

იმუნიტეტი.
ალოეს წვენი შესანიშნავი მატონიზირებელი და გამაახალგაზრდავებელი საშუალებაა. ასევე აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი.
ფოთლების წვენი აუმჯობესებს მადას და ხელს უწყობს მონელების პროცესს. აქვს სუსტი საფაღარათო მოქმედება. აუმჯობესებს ნაწლავების პერესტალტიკას. ასევე აქვს ნაღვლმდენი მოქმედება.

კანი.
ასტიმულირებს შეხორცების პროცესებს და აჩქარებს შეხორცების პროცესს. ის გამოიყენება ძნელად შესახორცებელი ჭრილობების შესახორცებლად და კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ მის ცოცხალ ფოთლებს, წვენისგან დამზადებულ მაზებს და ემულსიებს დერმატიტების სამკურნალოდ. ასევე აქვს საოცარი დამატენიანებელი მოქმედება კანზე. მისი ახლად გამოწურლი წვენი შეგიძლიათ წაისვათ დამწვრობაზე, მწერების ნაკბენზე, ნაკაწრებზე და შესიებულ კანზე. რადგან ის არის ანტი ანთებითი და ანტი მიკრობული ძლიერი ნივთიერება.

ნაყენის დამზადება.
კარგად გარეცხეთ ალოეს ფოთლები. შემდეგ დააქუცმაცეთ. მიღებული ფაფა შეურიეთ წყალს პროპორციით 1:5. მაგალითად: 1 სუფრის კოვზი ალოეს ფოთლების ფაფა, შეურიეთ 5 სუფრის კოვზ წყალს. შერევის შემდეგ მიღებული მასა დატოვეთ 1 საათი. 1 საათის შემდეგ მიღებული მასა წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 2 – 3 წუთი. შემდეგ გაწურეთ ორ პირ მარლაში.

წვენის გამოწურვა.
ალოეს ფოთლები გავრეცხოთ მდუღარე წყლით. შემდეგ დავაქუცმაცოთ დანით და გამოვწუროთ წვენი. ეს შეიძლება გავაკეთოთ წვენსაწურით, ხორცის საკეპი მანქანით, ან გავხეხოთ სახეხით და გავწუროთ. მიღებული წვენი გავფილტროთ 4 – 5 პირ მარლაში.

ფოთლების გამოყენება.
ნედლ ალოეს ფოთლებს მოვაცილოთ კანი, კან მოცლილ ფოთლებს იდებენ დაზიანებულ კანზე.

ბიომასტიმულირებელი წვენის დამზადება.
კარგად გარეცხილი ალოეს ფოთლები დავაწყოთ თეფშზე დავაფაროთ ქაღალდი და შევდგათ მაცივარში ბნელ ადგილას. 12 – 15 დღით. ასეთ არახელსაყრელ პირობებში იწყება მცენარეში მისი სასიცოცხლო პროცესების შეჩერება. ზუსტად ამ დროს მის უჯრედებში იწყება განსაკუთრებული ნივთიერებების წარმოქმნა. რომელთა დასახელებაც არის "ბიოგენური სტიმულატორები". ისინი ააქტიურებენ უჯრედებს რომლებშიც მიმქრალია სასიცოცლო ენერგია და შენელებულია სასიცოცხლო პროცესები.
12 – 15 დღის შემდეგ გამოიღეთ ალოე მაცივრიდან, მოაცილეთ გაშავებული ადგილები და გამოწურეთ წვენი.

ანგინა, ართრიტი.
1) 1 წილი ალოეს წვენი შეურიეთ 2 წილ თაფლს და 3 წილ არაყს. ( 1:2:3 ალოე : თაფლი : არაყი ). დაასველეთ დოლბანდი მიღებულ ხსნარში და მიიდეთ ყელზე. დოლბანდს ზემოდან გადააფარეთ წყალგაუმტარი ქაღალდი და ბინტით შეიხვიეთ. კომპრესი გედოთ 5 – 6 საათი.

2) 500 გრამიან ქილაში ნახევრად ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ალოეს ფოთლები და ზემოდან დააყარეთ შაქარი ისე, რომ 1 სანტიმეტრით დაფაროს ალოეს ფოთლები. ქილის თავი შეახვიეთ მარლით და 3 დღე დადგით ბნელ ადგილას. 3 დღის შემდეგ ქილა გაავსეთ არყით და ისევ დადგით ბნელ ადგილას 3 დღე. 3 დღის შემდეგ კარგად გამოწურეთ წვენი და შემდეგ გაფილტრეთ 4 პირ დოლბანდში. მიღებული წვენი მიიღეთ დღეში 2 – 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე გამოჯანმთელებამდე.

3) აივიღოთ 30 გრამი ალოეს ფოთლები დავასხათ 3/4 ჭიქა წყალი და ავთქვიფოთ მიქსერით. მიღებული მასა გავაჩეროთ 1 საათი. შემდეგ 3 წუთი ვადუღოთ და გამოვწუროთ მარლაში. გამოივლეთ ყელში დღეში სამჯერ.

ბრონქიტი.
1) ალოეს 4 დიდ ფოთოლს დავასხათ 500 გრამი მშრალი ღვინო და გავაჩეროთ 4 დღე. მიღებული ნაყენი მივიღო დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 1 სუფრის კოვზი 30 წუთით ადრე.

2) ალოეს წვენს შევურიოთ თბილი თაფლი და ნაღების კარაქი პროპორციებით 1:1:1. მიიღეთ დღეში 4 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე 5 დღის განმავლობაში. შემდეგ დაისვენეთ 5 დღე.

მტკივნეული მენსტრუაცია.
1) 300 გრამ წვრილად დაჭრილ ალოეს ფოთლებს შეურიეთ 600 გრამი წითელი ღვინო და 550 გრამი მაისის თაფლი და დადგით გრილ და ბნელ ადგილას 5 დღით. მიღებული ნაყენი მიიღეთ 1 სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე.

2) 8 – 9 წვეთი ალოეს სუფთა წვენი დალიეთ დღეში 3 ჯერ.

თმის ცვენა.
1) თმის ცვენის დროს სასარგებლოა თავზე გაიჩეროთ ალოს წვენის კომპრესი 1 საათის განმავლობაში.

გასტრიტი, შეკრულობა.
1) მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ჰერპესი.
1) წაისვით ალოეს წვენი გამონაყაეზე გამოჯანმრთელებამდე.

ჰიპერტონია.
1) ყოველ დღე მიიღეთ 1 ჩაის კოვზ ადუღებულ წყალში გახსნილი 3 წვეთი ახლად გამოწურული ალოს წვენი. 2 თვეში წნევა დაიწევს ნორმამდე.

თავის ტკივილი.
1) გაჭერით სიბრტყეზე ალოეს ფოთოლი და დაიდეთ საფეთქლებზე. დაწექით ასე ბნელ ოთახში 30 წუთის განმავლობაში.

ცხიმიანი თმები.
1) 2 საათით ადრე დაბანამდე თმის ძირებში შეიზილეთ ალოეს წვენი. ეს დაგეხმარებათ მოიშოროთ ქერტლი და გაიმაგროთ თმის ძირები.

მასტოპათია.
1) აიღეთ 1 წილი მზესუმზირის ზეთი, 1 წილი ალოეს წვენი, 1 წილი თალგამის წვენი და 1 წილი 70% სპირტი. კარგად გადაურიეთ და დადგით ბნელ ადგილას 1 კვირა. მიღებული ნაყენი დალიეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3 – ჯერ 20 წუთით ადრე ჭამამდე. ეს ეხმარება ორგანიზმს საშვილოსნოს სიმსივნის გაწოვაში.

ნაოჭები და მოშვებული კანი.
1) ალოეს ფოთოლს მოვაცილოთ კანი და წავისვათ სახეზე. პროცედურა ჩაატარეთ დღეში 1 ხელ.

2) მოჭერით ალოეს ორი დიდი ფოთოლი, დააქუცმაცეთ და დაასხით 3/4 ჭიქა წყალი. მოურიეთ და დატოვეთ ასე 24 სთ. მიღებული ნაყენი ჩაასხით ყინულის ფორმებში შედგით მაცივარში და გაყინეთ. შემდეგ თითო ყინულით გაიწმინდეთ სახე, დღეში 1 – ჯერ.

ყურადღება !!! ახალგაზრდა კანისთვის ალოეს გამოყენება რეკომენდირებიული არ არის.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ ორსულობის დროს.

არ გამოიყენოთ 19:00 საათის შემდეგ უძილობა რომ არ გამოიწვიოს.

ონკოლოგიური და გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადების დროს, იმკურნალეთ დიდი სიფრთხილით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ალოეზე დამზადებული საფაღარათო საშუალებების მიღება არ შეიძლება ბუასილის, საშვილოსნოს სისხლდენის და მენსტრუაციის დროს რადგან მას შეუძლია მოახდინოს სისხლდენის პროვოცირება, რადგან ის აძლიერებს სისხლის მიწოდებას მენჯის არეში.

ასევე საფაღარათო საშუალების მიღება არ შეიძლება ღვიძლის, თირკმელების და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. გულ–სისხლძარღვთა და ჰიპერტონიის დაავადებების დროს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.