ალოე ვერას გელი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ალოეს ფოთლებისგა. გელი მზადდება ფოთლების შიგნით არსებული რბილობისგან. მისი მიღება და დამუშავება ხდება უახლესი ტექნოლოგიებით რათა მომხმარებელმა მიიღოს ამ უნიკალური მცენარის ყველა სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებების მთელი ბუკეტი.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს მისი 2 მთავარი ღირსება: 1) ის განკუთვნილია ყველა კანის ტიპისთვის. 2) შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახისთვის ასევე ტანისთვის.
რადგან გელი ნატურალური პროდუქტია მას აქვს უნიკალური დამატენიანებელი თვისება რომელიც ახასიათებს ამ მცენარეს, გელი გამოიყენება ყოველდღიურად, კანისთვის ტენის შესანარჩუნების მიზნით. მას ასევე აქვს შეხორცების შესანიშნავი თვისება რაც გამოწვეულია მისი უნიკალური შემცველობით. ასევე ის აწყნარებს გაღიზიანებულ კანს, რადგან ალოე ვერა არის ბუნებრივი ანტისეპტიკი. აცხრობს კანის ანთებებს, ასევე სწრაფად აღადგენს ქარისგან და მცხუნვარე მზის სხივებით დაზიანებულ კანს.
ალოე ვერას გელი ძალიან კარგად მოქმედებს კანის ნივთიერებათა ცვლის პროცესის აღდგენასა და შენარჩუნებაზე. ის აძლიერებს კანის ზედაპირის (ეპიდერმისი) რეგენერაციის პროცესს, რის შედეგადაც სწრაფად ხდება კანის ზედაპირზე დაზიანებული უჯრედების აღდგენა. ასევე მასში არსებული ვიტამინები და ამინომჟავები საუკეთესო საკვებია კანის უჯრედებისთვის.
ალოეს გელი ეხმარება ქარში გამომშრალ კანს წყლის ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებაში. რაც მთავარია როგორც ნორმალურს ისე ცხიმიან კანს უნარჩუნებს ჰიდრო-ლიპიდური ბალანსს.
გელი უნდა წაისვათ წინასწარ გასუფთავებულ და ტენიან კანზე. გელის გამოყენება შეგიძლიათ როგორც სახისთვის ასევე ტანისთვის. ის დაარბილებს და დაატენიანებს თქვენ კანს.
უკუჩვენებები გამოვლენილი არ არის.
იშვიათ შემთხვევაში პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.