მოცვის ფოთლები
მოცვის ფოთლები
შეკვეთის მიხედვით
100 – 19.00 ლარი
200 – 36.00 ლარი
500 – 59.00 ლარი
საქართველო

მოცვის ფოთლები დაფასოებულია საქართველოში. შეძენის შემთხვევაში მოცვის მშრალი ფოთლები მოთავსებული იქნება პოლიეთილენის ჰერმეტულად დახურულ პარკში.
მსგავსი პროდუქტები

მოცვის აღწერა

მოცვი არის მრავალწლიანი მცენარე და მიეკუთვნება ბუჩქისებრთა რიგს. მოცვის ბუჩქი იზრდება 3 მეტრი სიმაღლის. მოცვი ბუნებაში არსებობს 100 სახეობის. ის ძირითადად იზრდება ტყეში და ტყის პირებზე. მას ასევე უყვარს კლდოვანი და ჭაობისპირა ადგილები. ისხავს მუქი ლურჯი ფერის ნაყოფს. მის ნაყოფს აქვს მოტკბო მომჟავო გემო. მისი ნაყოფი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას რის გამოც მას იყენებენ სამკურნალოდ. სამკურნალოდ იყენებენ არამხოლოდ მის ნაყოფს. მისი ფოთლებიც საკმაოდ სასარგებლოა, მისი ფოთლების ნაყენს (ჩაის) სვავენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

მოცვის ფოთლების ფარმაკოლოგიური თვისებები

მოცვის კარგად გამომშრალი ფოთლები გამოიყენება სხვადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად. მოცვის ფოთლისგან დამზადებულ პრეპარატებს ახასიათებთ შარდმდები, ნაღველმდენი, შემკვრელი, ანტიანთებითი და ჭიის საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე ის სისხლში ამცირებს შაქრის დონეს. ამიტომ მას იყენებენ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. ფოთლები ასევე გამოიყენება ქათმის სიბრმავის სამკურნალოდ.

მოცვის ფოთლების / მიღება / გამოყენება

მოცვის ფოთლებისგან ცხელი ნაყენის დამზადება.
აიღეთ მოცვის მშრალი ფოთლები, დააქუცმაცეთ და 1 სუფრის კოვზი ჩაყარეთ მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, შემდეგ დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი, შეფუთეთ და ასე გააჩერეთ 45 წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი გაწურეთ დოლბანდში, გაანაწილეთ 3 ნაწილად და მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

უკუჩვენება

არ გამოიყენოთ კუჭში შეკრულობის დროს.