მოცვი არის მრავალწლიანი მცენარე და მიეკუთვნება ბუჩქისებრთა რიგს. მოცვის ბუჩქი იზრდება 3 მეტრი სიმაღლის. მოცვი ბუნებაში არსებობს 100 სახეობის. ის ძირითადად იზრდება ტყეში და ტყის პირებზე. მას ასევე უყვარს კლდოვანი და ჭაობისპირა ადგილები. ისხავს მუქი ლურჯი ფერის ნაყოფს. მის ნაყოფს აქვს მოტკბო მომჟავო გემო. მისი ნაყოფი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას რის გამოც მას იყენებენ სამკურნალოდ. სამკურნალოდ იყენებენ არამხოლოდ მის ნაყოფს. მისი ფოთლებიც საკმაოდ სასარგებლოა, მისი ფოთლების ნაყენს (ჩაის) სვავენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.
100 გრამი მოცვი შეიცავს 44 კილოკალორიას
ვიტამინები: PP, B1, B2, C, E
მიკრო ელემენტები: რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი.
ასევე შეიცავს მჟავებს: რძემჟავას, ლიმონმჟავას, ვაშლის მჟავას და სხვა მჟავებსაც.
უნდა აღინიშნოს, რომ მოცვი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. მოცვის ექსტრაქტი აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისი სამუშაოც დაკავშირებულია მხედველობის ორგანოების დაძაბულ მუშაობასთან. ეს პრეპარატი რეკომენდირებულია ხანდაზმილი ადამიანებისთვის, რადგან ამ ასაკში ადამიანის ორგანიზმი უფრო ადვილად ხდება თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი მოქმედების მსხვერპლი.
საუკუნეების განმავლობაში ადამიანები მოცვს იყენებდნენ საჭმელად და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს. მე 20 საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარბულმა სამეცნიერო გამოკვლევებმა აღმოაჩინა მოცვის სასარგებლო თვისებები. ის დადებითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს. მას აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. მოცვი ასევე შეიცავს 15 სახის სვადასხვა ანტიციანოზიდებს რომლებიც იცავენ ვენებს და არტერიებს. აუმჯობესებენ უჯრედული მემბრანის მოქნილობას. ხელს უშლიან თრომბების წარმოქმნას სისხლში. ამასთან ერთად მოცვს აქვს უნიკალური ზემოქმედების უნარი, ხელი შეუშალოს კოლაგენის დაშლას რომლებიც ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს.
ბევრი ექიმ-ოფთალმოლოგი თავის პაციენტს ურჩევს საკვებ კოპლექსს რომელშიც შედის მოცვი. რადგან ის დადებითად მოქმედებს მხედველობის ორგანოებზე. მოცვი აძლიერებს სისხლის კაპილარებს. აძლიერებს სისხლის მიწოდებას თვალის ბადურაზე. მისი დახმარებით ხდება იმ ორგანოების სტიმულაცია რომლებიც გამოყოფენ საჭირო პიგმენტებს რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ ბადურამ მოახდინოს სწრაფი ადაპტაცია სიბნელესთან და სინათლესთან.
კატარაქტა წარმოიქმნება ბროლის წვრილი ცილების თავისუფალი რადიკალების დაზიანების შედეგად. კატარაქტის განვითარება უჩერდებათ პაციენტების 97% - ს ვინც იღებს მოცვის ექსტრაქტს.
დიაბეტი. ბევრი ალბათ ვერც კი წარმოიდგენს, რომ მოცვი სისხლში შაქრის დონეს საკმაოდ დაბლა წევს. გარდა ამისა ის ამცირებს დიაბეტის თანმდევ გლიკოპროტეინებს რომლებიც იწვევენ ნეიროპათიას და რეტინოპათიას.
ტკივილები მენსტრუაციის დროს. მოცვის ერთერთი თვისებაა გლუვ კუნთებში დაძაბულობის მოხსნა. ამავე დროს ის აფართოვებს სისხლძარღვებს. ამიტომ ის დიდ დახმრებას გაუწევს იმ ქალებს ვისაც ავადმყოფური მენსტრუაცია აწუხებთ.
ფლავონოიდები რომლებსაც შეიცავს მოცვი, დიდი წარმატებით ებრძვიან ანთებით პროცესებს. რაც დამტკიცებულია მრავალი ლაბორატორიული ცდით. გარდა ამისა ფლავონოიდები იცავენ კუჭის ლორწოვან გარსს დაზიანებისგან იმით, რომ ხელს უწყობენ ლორწოს გამოყოფას საჭირო რაოდენობამდე. შედეგად კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანების რისკი მცირდება. მომატებული მჟავიანობის, ასპირინის და ალკოჰოლის ზემოქმედების შემთხვევაშიც კი. მოცვი ასევე კარგად მოქმედებს დიარეის სინდრომის დროს.
1 კაფსულა დღეში 1 ხელ ჭამის დროს ან ჭამის მერე.
უკუჩვენებები გამოვლენილი არ არის.