სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
მოცვის ექსტრაქტი ვიტამინებით და თუთიით
მოცვის ექსტრაქტი ვიტამინებით და თუთიით
კოლოფში არის 150 აბი / 1 აბი არის 250 მილიგრამი
1 – 29.00 ლარი
2 – 52.00 ლარი
3+1 - 87 ლ
რუსეთი / კომპანია ევალარი Эвалар

პროდუქცია მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

პროდუქტის აღწერა

მოცვის ექსტრაქტი ვიტამინებით და თუთიით. ეს არის ვიტამინების კომპლექსი მოცვის ანტოციანებთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს თვალს ყველა მისთვის საჭირო ნივთიერებით, რომელიც საჭიროა მხედველობის ყოველდღიური მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით თვალის ყოველდღიური გადატვირთვების დროს. მასში შედის მოცვის ნაყოფში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ანტოციანები, ორგანული მჟავები, კაროტინი, მიკროელემენტები) აგრეთვე B ჯგუფის ვიტამინები, C ვიტამინი, რუტინი და თუთია.

ექსტრაქტის მოქმედება თვალებზე:
  1. თვალებიდან ხსნის დაძაბულობას და უნარჩუნებს მხედველობას;
  2. თვალს იცავს დაღლილობისა და გაღიზიანებისგან;
  3. აძლიერებს როგორც თვალის ასევე თვალის ფსკერის სისხლძარღვების კედლებს;
  4. აუმჯობესებს თვალის ადაპტაციას (შეგუება) სიბნელეში;
  5. თვალს ამარაგებს ყველა საჭირო ნივთიერებით, რითაც ახდენს დადებით ფუნქციურ მოქმედებას მხედველობის ორგანოზე მთლიანობაში;

კომპონენტების მუშაობა

მოცვში შემავალი ანტოციანები ასტიმულირებენ მხედველობის პიგმენტის როდოპსინის განახლების სინთეზსს. როდოპსინი აუმჯობესებს მხედველობას, მისი მეშვეობით მხედველობა უფრო მახვილი ხდება, რადგან თვალი უფრო სწრაფად და კარგად ახდენს ადაპტირებას სიბნელეში და სუსტი განათების პირობებშიც კარგად აღიქვას გარემოს. ამავე დროს ჩქარდება ბადურის ქსოვილის განახლების ბუნებრივი პროცესი. ასევე მცირდება თვალის ხანგრძლივი დაძაბული მუშაობით გამოწვეული დაღლილობა.

მოცვში შემავალი ბიოფლავონოიდები და რუტინი C ვიტამინთან ერთად აძლიერებენ სისხლ–ძარღვების კედლებს, აუმჯობესებენ სისხლის მიწოდებას თვალში და არეგულირებენ თვალის შიდა წნევას.

B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი აუცილებელია თვალის ქსოვილში ნორმალური მეტაბოლური პროცესების მიმდინარეობისთვის. მაგალითად: ვიტამინი B1 აუმჯობესებს მხედველობის ეფექტურობას. მისი ნაკლებობა იწვევს კუნთების საერთო სისუსტეს, მათ შორის თვალის კუნთების. B2 ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში აღინიშნება თვალის სიწითლე, იგრძნობა თვალის და ქუთუთოების წვა. ხოლო B6 ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში, აღინიშნება თვალის კუნთების ძლიერი დაძაბულობა და თვალის თამაში.

თუთია აუცილებელია მხედველობის ძირითადი პიგმენტის როდოპსინის წარმოსაქმნელად, და ბადურიდან ტვინში სინათლის სიგანალების გასატარებლად, რისი წყალობითაც თვალს იცავს სტრუქტურული ცვლილებებისგან, რომლებსაც იწვევს კაშკაშა სინათლე. თუთიის დეფიციტი ორგანიზმში იწვევს თვალის ბადურის სტრუქტურულ ცვლილებებს. აგრეთვე მცირდება ფერების აღქმაც.

მოცვის ექსტრაქტის მიღების წესი

3 – 7 წლის ასაკის ბავშვებისთვის 1 აბი 2 – ჯერ დღეში ჭამის დროს.

7 – 14 წლის ასაკის ბავშვებისთვის 1 აბი 3 – ჯერ დღეში ჭამის დროს.

14 დან ზევით ასაკის ადამიანებისთვის 2 აბი 2 – ჯერ დღეში ჭამის დროს.

მიღების ხანგრძლივობა 2 – 4 თვე. დასაშვებია 10 დღიანი შესვენება.

უკუჩვენება

გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.