მოცვის ექსტრაქტი ლუთეინთან ერთად შეიცავს მოცვის ანტოციანებს, ვიტამინებს და თუთიას, რომელიც საჭიროა მხედველობის ყოველდღიური შენარჩუნებისთვის. განსაკუთრებით კი თვალის ძლიერი დატვირთვების დროს. ასევე ის გაძლიერებულია ლუთეინით (კაროტინოიდით) რომელიც იცავს თვალის ბადურას.
ბადურა – არის თვალის ქსოვილი, რომელიც შედგება სინათლის მიმართ მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოებისგან. ჭარბ (ძლიერ) სინათლეს შეუძლია გამოიწვიოს ბადურის სტრუქტურული ცვლილებები. თვალს გააჩნია საიმედო დამცავი საშუალება ფოტო დაზიანებისგან, ამ დამცავი სისტემის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება არის ლუთეინი.
რაც უფრო დიდია ლუთეინის კონცენტრაცია ანუ სიმჭიდროვე თვალის ბადურაში მით ნაკლებია იმის რისკი, რომ მოხდეს ცვლილებები. საკვებში ლუთეინის ნაკლებობის შედეგად მცირდება თვალის ბადურაში მცირდება ლუთეინის რაოდენობა რითაც იზრდება მისი დაზიანების რისკი, ლუთეინის უკმარისობის შედეგად ბადურის პიგმენტური ფენა იფიტება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება. დღეს–დღეობით ადამიანებში რომლებიც არიან 60 და მეტი წლის ეს არის მათი მხედველობის დაკლების ყველაზე ხშირი მიზეზი. ლუთეინი თამაშობს მთავარ როლს, რომ ბადურას ააცილოს სტრუქტურული ცვლილებები.
მოცვში შემავალი ანტოციანები ასტიმულირებენ მხედველობის პიგმენტის როდოპსინის განახლების სინთეზსს. როდოპსინი აუმჯობესებს მხედველობას, მისი მეშვეობით მხედველობა უფრო მახვილი ხდება, რადგან თვალი უფრო სწრაფად და კარგად ახდენს ადაპტირებას სიბნელეში და სუსტი განათების პირობებშიც კარგად აღიქვას გარემოს. ამავე დროს ჩქარდება ბადურის ქსოვილის განახლების ბუნებრივი პროცესი. ასევე მცირდება თვალის ხანგრძლივი დაძაბული მუშაობით გამოწვეული დაღლილობა.
მოცვში შემავალი ბიოფლავონოიდები და რუტინი C ვიტამინთან ერთად აძლიერებენ სისხლ–ძარღვების კედლებს, აუმჯობესებენ სისხლის მიწოდებას თვალში და არეგულირებენ თვალის შიდა წნევას.
B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი აუცილებელია თვალის ქსოვილში ნორმალური მეტაბოლური პროცესების მიმდინარეობისთვის. მაგალითად: ვიტამინი B1 აუმჯობესებს მხედველობის ეფექტურობას. მისი ნაკლებობა იწვევს კუნთების საერთო სისუსტეს, მათ შორის თვალის კუნთების. B2 ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში აღინიშნება თვალის სიწითლე, იგრძნობა თვალის და ქუთუთოების წვა. ხოლო B6 ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში, აღინიშნება თვალის კუნთების ძლიერი დაძაბულობა და თვალის თამაში.
თუთია აუცილებელია მხედველობის ძირითადი პიგმენტის როდოპსინის წარმოსაქმნელად, და ბადურიდან ტვინში სინათლის სიგანალების გასატარებლად, რისი წყალობითაც თვალს იცავს სტრუქტურული ცვლილებებისგან, რომლებსაც იწვევს კაშკაშა სინათლე. თუთიის დეფიციტი ორგანიზმში იწვევს თვალის ბადურის სტრუქტურულ ცვლილებებს. აგრეთვე მცირდება ფერების აღქმაც.
ლუთეინი თვალის ქსოვილში გარდაიქმნება ზაექსანტინად. ძირითადად ეს ორი ნივთიერება იცავს თვალის ქსოვილს თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი ზემოქმედებისგან და ძლიერი სინათლის ნეგატიური მოქმედებისგან, განსაკუთრებით კი ულტრა იისფერი გამოსხივებისგან.
გაძლიერებული მოცვის ექტრაქტი ლუთეინით შეიცავს მოცვის სასარგებლო ნოვთიერებების და ვიტამინების მთელ კომპლექსს, გარდა ამისა ის გაძლიერებულია თუთიით და ლუთეინით რომელიც ასრულებს ბადურის დამცავ ფუნქციას.
3 – 7 წლის ასაკის ბავშვებისთვის 1 აბი 2 – ჯერ დღეში ჭამის დროს.
7 – 14 წლის ასაკის ბავშვებისთვის 1 აბი 3 – ჯერ დღეში ჭამის დროს.
14 დან ზევით ასაკის ადამიანებისთვის 2 აბი 2 – ჯერ დღეში ჭამის დროს.
მიღების ხანგრძლივობა 2 – 4 თვე. დასაშვებია 10 დღიანი შესვენება.
გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.