წონის ჯანმრთელი კორექცია

ფლაკონში არის 120 კაფსულა / 430 მილიგრამი.
მარაგშია
39.00 ლარი

2 74.00 ლარი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე მოცემული სახით.

მსგავსი პროდუქტები

წონის ჯანმრთელი კორექცია

გთავაზობთ წონის ჯანმრთელ კორექციას. ყოველი კაფსულა შეიცავს ხარისძირას ფესვის მშრალ ფხვნილს, გოჯი ბერის მშრალ ფხვნილს და ვაშლის ძმრის ექსტრაქტს, ყოველგვარი დანამატების გარეშე.

  • მწარმოებელი - საქართველო / მწვანე აფთიაქი.
  • კაფსულების რაოდენობა ფლაკონში - 120 ცალი.
  • კაფსულის გარსი - ჟელატინი.
  • კაფსულის შიგთავსი:
  • კავკასიური ხარისძირა - 200 მგ.
  • გოჯი ბერი - 200 მგ.
  • ვაშლის ძმრის ექსტრაქტი - 30 მგ.

სამივე პროდუქტი წარმოადგენს ნატურალურ პროდუქტს. პროდუქტები დოზირებულად არის შერეული ერთმანეთში და ქმნიან ძლიერ და ამავე დროს სასარგებლო სამკურნალო საშუალებას. ასევე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სხვა გასახდომი საშუალებებისგან ეს პროდუქტი განსხვავდება იმით, რომ არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და არის 100% ნატურალური. სწორედ ამის წყალობით ის ორგანიზმს ეხმარება უსაფრთხო და ჯანმრთელ წონის კორექციაში.

წონის ჯანმრთელი კორექციის მოქმედება

პროდუქტი დაგეხმარებათ მოიშოროთ ჭარბი წონა ისე, რომ არ დაიზიანოთ ჯანმრთელობა. ამიტომ მას ასე დავარქვით: წონის ჯანმრთელი კორექცია. პროდუქტი მხოლოდ გასახდომი ეფექტით არ შემოიფარგლება. ის ასევე მდიდარია ვიტამინებით და მიკროელემენტებით რომლებიც საჭიროა ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის. ასევე პროდუქტი დაგეხმარებათ სხვა მრავალ დაავადებასთან საბრძოლველად.

კავკასიური ხარისძირა ორგანიზმზე მოქმედებს კომპლექსურად. რათქმაუნდა პირველ რიგში უნდა აღინიშნოს მისი უნიკალური თვისების შესახებ, ეს არის წონაში კლების გასაოცარი თვისება. გარდა ამისა ის აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, ეხმარება ორგანიზმს გაწმენდაში და ნივთიერებათა ცვლის დალაგებაში. ასევე არეგულირებს საჭმლის მონელების პროცესს რაც ძალიან დადებითად აისახება როგორც წონის კორექციაზე ასევე მთლიანად ორგანიზმის ჯანმრთელობაზე.

  • ჭარბი წონის კორექცია;
  • ორგანიზმის გაწმენდა;
  • სახსრების დაავადებები;
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები;
  • უროლოგიური დაავადებები;
  • სუნთქვის ორგანოები;
  • ნერვული სისტემა;
  • სიმსივნე;
  • იმუნიტეტის დასუსტება და ა.შ.

გოჯი ბერი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით რის გამოც ის დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. მისი ქიმიური შემადგენლობის წყალობით ის დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ყველა სისტემის ფუნქციონირებაზე. განსაკუთრებით კარგად აისახება ჭარბი წონის კორექციაზე და ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაზე.

  • აუმჯობესებს მიკროცირკულაციას;
  • ამცირებს სისმსივნით დაავადბის რისკს;
  • ნორმაში მოჰყავს ქოლესტერინი;
  • ეხმარება წონის დაკლებაში;
  • ამაღლებს იმუნიტეტს;
  • ორგანიზმს ეხმარება სისმსივნის მკურნალობის შემდგომ, აღდგენის პროცესში;
  • ამცირებს ონკოლოგიური უჯრედბის ზრდას;
  • აახალგაზრდავებს სისხლს;
  • სტიმულაციას უკეთებს ლიმფოციტების გამოყოფის პროცესს;
  • ღვიძლს უნარჩუნებს ჯანმრთელობას;
  • ამცირებს მენოპაუზით გამოწვეულ სიმპტომებს;
  • ეხმარება თირკმელებს სტაბილურ მუშაობაში;
  • აუმჯობესებს მეხსიერებას და ტვინის საერთო მდგომარეობას;
  • ეხმარება ხველისა და გაციების დროს;
  • ქმნის დადებით განწყობას და ხსნის სტრესულ მდგომარეობას;
  • აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას;
  • აუმჯობესებს მხედველობას;
  • აძლიერებს ნერვულ სისტემას;
  • აუმჯობესებს განაყოფიერების პროცესს და ა.შ.

ვაშლის ძმარი დიდი ხანია რაც გამოიყენება სხავადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ხოლო რაც შეეხება წონის კორექციას ის შესანიშნავ შედეგებს იძლევა ამ სფეროში. მისი გასაოცარი შემადგენლობის წყალობით.

  • აძლიერებს იმუნიტეტს;
  • ამცირებს სისხლში უარყოფითი ქოლესტერინის დონეს;
  • ებრძვის ათეროსკლეროზსს;
  • აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას;
  • ეხმარება ორგანიზმს ჭარბი წონის მოცილებაში;
  • ნორმაში მოჰყავს ნაწლავური მიკროფლორა;
  • აუმჯობესებს მონელების სისტემას;
  • აღადგენს ნივთიერებათა ცვლას;
  • ასუფთავებს ორგანიზმსს ტოქსინებისგან;
  • კარგია ჰიპერტონიის პროფილაქტიკისთვის.
  • ხსნის ტკბილ საკვებზე დამოკიდებულებას;
  • კარგია ვარიკოზის სამკურნალოდ და ა.შ.

წონის ჯანმრთელი კორექცია თავიდან აგარიდებთ უამრავ დიეტას. დაგეხმარებათ ჭარბი წონის მოშორებაში. წონაში დაკლება დაგეხმარებათ კვლავ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და ისიამოვნოთ ცხოვრებით. გარდა ამისა მისი დახმარებით გაიძლიერებთ იმუნურ სისტემას და თავიდან აიცილებთ მრავალი დაავადების განვითარებას.

მთავარია რეგულარულად მიიღოთ კაფსულები და არ აჩქარდეთ. შედეგი აუცილებლად დადგება, მთავარია თქვენ არ დაკარგოთ იმედი. ხშირად შედეგები იწყება 2 თვის მერე, იშვიათად 1 თვიდან. თუმცა შედეგები მაინც მიიღწევა. რაც მთავარია წონაში კლება ხდება ნელა და უსაფრთხოდ. რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო კლებას ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.

მიღების წესი

კურსის ხანგრძლივობა: მკურნალობის კურსი შეადგენს 12 თვეს. კურსი უნდა გაიყოს 2 ნაწილად, პირველი 6 თვის შემდეგ უნდა შეისვენოთ 1 თვე და შემდეგ ისევ გააგრძელოთ 6 თვე.

მიიღეთ დღეში 1 კაფსულა ჭამის დროს წყალთან ერთად.

გაფრთხილბა

  • არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე.
  • გამოიყენეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ან ხართ 18 წლამდე ასაკის მოზარდი.
  • არ გამოიყენოთ თუ გაქვთ გლიკოზიდებისადმი მაღალი მგრძნობელობა, ადრე გადატანილი მიოკარდის ინფარქტი, აორტისა და გულის დეფექტები, გულის მანკი, ნაღვლის ბუშტში ქვები თუ მათი დიამეტრი შეადგენს 7–8 მმ.