მწვანე აფთიაქი

კავკასიური ხარისძირას ფხვნილი

35 გრ
მარაგშია
15 ₾

მსგავსი პროდუქტები

კავკასიური ხარისძირას ფესვების ფხვნილი 35 გრამი

მოკლე აღწერა

კავკასიური ხარისძირას ფესვები ხელით არის შეგროვებული ეკოლოგიურად სუფთა ადგილას და არის 100% ნატურალური. შეგროვებიდან დაფქვამდე, ფესვებმა გაიარეს ყველა აუცილებელი პროცესი, მათ შორის სათანადოდ გაშრობა და დამუშავება. ფესვები იფქვება სპეციალური მეთოდით, რის შედეგადაც ფხვნილში შენარჩუნებულია ყველა სასარგებლო ნივთიერება. პროდუქტი განკუთვნილია ფიტოთერაპიული მიზნებისთვის.

პროდუქტის შესახებ

  • მწარმოებელი: მწვანე აფთიაქი (საქართველო).
  • შეფუთვა: მუქი პლასტმასი (PET).
  • საზომი კოვზი: 1 ცალი.
  • საზომი კოვზის მოცულობა: 200 მილიგრამი თავმოუბმელი.
  • ვარგისიანობის ვადა: მითითებულია ეტიკეტზე.
  • შიგთავსი: სამკურნალო მცენარე კავკასიური ხარისძირას ფესვების ფხვნილი.
  • წონა: 35 გ.
  • ფხვნილი გეყოფათ 4 თვის განმავლობაში.

პროდუქტის სპეციფიკა

ფხვნილის ფორმა: ფხვნილის ფორმა უზრუნველყოფს მარტივ დოზირებას და გამოყენების მრავალფეროვნებას (ნაყენი, ჩაი).

ბუნებრივი არომატი: ფხვნილს აქვს კავკასიური ხარისძირას ფესვების დამახასიათებელი ბუნებრივი არომატი.

გამოყენების ჩვენებები

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  • რევმატიზმი;
  • შეშუპება;
  • ნევრალგია;
  • ყაბზობა;
  • წონის კლება.

მოქმედების მექანიზმი

კავკასიური ხარისძირას ფესვები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ანტრაგლიკოზიდები, ფლავონოიდები, მთრიმლავი ნივთიერებები და ა.შ. ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ გულის მუშაობის ნორმალიზებას, სისხლძარღვების გაძლიერებას, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. ასევე, ხელს უწყობენ მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას და ნაწლავების ფუნქციონირების რეგულირებას, რაც ხელს უწყობს წონის კლებას.

მიღების წესი და დოზირება წონაში კლებისთვის

კურსის ხანგრძლივობა: მკურნალობის კურსი 12 თვეა. კურსი უნდა გაიყოს 2 ნაწილად: პირველი 6 თვის შემდეგ უნდა შეისვენოთ 1 თვე და შემდეგ ისევ გააგრძელოთ 6 თვე.

  • 1-10 დღე: 50 მილიგრამი (1/4 საზომი კოვზი);
  • 11-20 დღე: 100 მილიგრამი (1/2 საზომი კოვზი);
  • 21-30 დღე: 150 მილიგრამი (2/3 საზომი კოვზი);
  • 2-6 თვე: 200 მილიგრამი (1 საზომი კოვზი);
  • 6 თვის შემდეგ უნდა შეისვენოთ 1 თვე.
  • 1 თვის შემდეგ მიღება უნდა დაიწყოთ იგივე პროპორციებით, თუმცა 10 დღიანი ინტერვალების ნაცვლად იქნება 7 დღიანი ინტერვალები.
  • თუ რაიმე მიზეზით არ გსურთ მაქსიმალური დოზებით მიღება, შეგიძლიათ მიიღოთ მცირე დოზებით - 50 მილიგრამი. ასეთ შემთხვევაში, მას მაინც ექნება ეფექტი, თუმცა მოგიწევთ მისი მიღება შედარებით ხანგრძლივად.

ცივი ნაყენის დაყენების წესები

50 მილილიტრი (გრამი) ანადუღარი თბილი წყალი, დაასხით ხარისძირას ფხვნილს და დატოვეთ მთელი ღამე. დილით ჭამამდე 30 ან 45 წუთით ადრე, შეანჯღრიეთ ან მოურიეთ ნაყენს და დალიეთ მთელი მასა ისე, რომ არ დატოვოთ ჭიქაში არაფერი. თუმცა შეგიძლიათ არ გადაყლაპოთ ფხვნილი.

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან

  • კავკასიური ხარისძირას ფესვების გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო გარკვეული მედიკამენტების მიღებისას, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატების მიღებისას. აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები

  • ორსულობა;
  • ლაქტაცია;
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვები;
  • მომატებული მგრძნობელობა მცენარის მიმართ.

გაფრთხილება

კავკასიური ხარისძირას ფესვების გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. განსაკუთრებით გაამახვილეთ ყურადღება ქრონიკული დაავადებების, მედიკამენტების მიღების ან განსაკუთრებული მდგომარეობების (მაგ., ორსულობა) დროს.