ხარისძირას გასახდომი კოპლექსი

150 კაფსულა / 400 მილიგრამი.
მარაგშია
29.00 ლარი

2 54.00 ლარი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე მოცემული სახით.

ხარისძირას გასახდომი კომპლექსი

გთავაზობთ ხარისძირას გასახდომ კომპლექსს კაფსულირებული სახით. ყოველი კაფსულა შეიცავს ხარისძირას ფესვის მშრალ ფხვნილს, კოჭას მშრალ ფხვნილს და ძირას მშრალ ფხვნილს, ყოველგვარი დანამატების გარეშე.

  • მწარმოებელი - საქართველო / მწვანე აფთიაქი.
  • კაფსულების რაოდენობა ფლაკონში - 150 ცალი.
  • კაფსულის გარსი - ჟელატინი.
  • კაფსულის შიგთავსი:
  • კავკასიური ხარისძირა - 200 მგ.
  • კოჭა - 100 მგ.
  • ძირა - 100 მგ.

ხარისძირა გასახდომი კომპლექსი კაფსულებში არის უნიკალური პროდუქტი. მისი უნიკალურობა არის მის ბუნებრივობაში, კომპლექსი შედგება სამი ნატურალური კომპონენტისგან ესენია: ხარისძირას ფესვი, კოჭა და ძირას თესლი. სამივე მცენარე არის საუკეთესო ხარისხის, ასევე უნიკალურია იმის გამო, რომ არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, რის გამოც არის ორგანიზმისთვის სასარგებლო. უნიკალურია ასევე კომპონენტების დოზირებისა და სინერგიული მოქმედების გამო. სამივე მცენარე არის წონის კლების საუკეთესო საშუალება და ერთად ქმნიან საუკეთესო კომპოზიციას.

გასახდომი კომპლექსის მოქმედება

გასახდომო კომპლექსი არის ძალიან ეფექტური საშუალება მათთვის ვინც ცდილობს წონაში დაიკლოს მცირე ძალისხმევის შედეგად. თანაც მისი მიღება შეგიძლიათ დღეში ერთხელ. სამივე ინგრედიენტი რომელიც შედის კომპლექსის შემადგენლობაში ხელს უწყობს წონის კლებას, თუმცა სამივე ერთად გაცილებით კარგ შედეგებს იძლევა რადგან აძლიერებენ და ხელს უწყობენ ერთმანეთის მოქმედებას.

კავკასიური ხარისძირა ორგანიზმზე მოქმედებს კომპლექსურად. რათქმაუნდა პირველ რიგში უნდა აღინიშნოს მისი უნიკალური თვისების შესახებ, ეს არის წონაში კლების გასაოცარი თვისება. გარდა ამისა ის აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, ეხმარება ორგანიზმს გაწმენდაში და ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაში. ასევე არეგულირებს საჭმლის მონელების პროცესს რაც საკმაოდ დადებითად აისახება როგორც წონის კორექციაზე ასევე მთლიანად ორგანიზმის ჯანმრთელობაზე.

კოჭა უკვე დიდ ხანია გამოიყენება ბევრი დაავადების სამკურნალოდ. მისი ბაქტერიოციდული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების შესახებ ბევრი მეცნიერული სტატია დაიწერა. გარდა მისი გამაჯანსაღებელი მოქმედებისა, მას ავქვს წონაში კლების გასაოცარი თვისებაც, ის ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მისი გამოყენების დროს სისხლში იკლებს ქოლესტერინის დონე. საჭმლის მონელების დარეგულირების შედეგად უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა რის გამოც ორგანიზმი იწყებს დაგროვილი ცხიმების მოშორებას.

ძირა შეიცავს ნივთიერება თიმოლს, რომელიც ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედებას და კუჭის წვენის სეკრეციას, რის შედეგადაც უმჯობესდება საჭმლის მონელება. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციას, ამცირებს ლპობისა და დუღილის პროცესებს ნაწლავებში, აძლიერებს პერისტალტიკას. აუმჯობესებს ორგანიზმში ლიპიდურ ცვლას, რაც ეხმარება ორგანიზმს ცხიმების წვასა და სწრაფად კლებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ აქრობს ტკბილეულის ჭამის სურვილს. გარდა ამ ყველაფრისა ორგანზმს ამარაგებს რკინით და იოდით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

  • ასტიმულირებს იმუნური სისტემის მუშაობას რის შედეგადაც ორგანიზმი იწყებს ბრძოლას ყველა არსბულ პრობლემასთან.
  • ორგანიზმს ეხმარება შლაკების გამოდევნაში და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაწმენდაში.
  • არეგულირებს საჭმლის მონელების პროცესს.
  • აძლიერებს პერესტალტიკას.
  • ხელს უშლის სისმსივნური უჯრედების განვითარებას, ხოლო სისმსივნის შემთხვევაში ხელს უშლის მის ზრდას.
  • არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.
  • ახდენს ცხიმების წვას და დაშლას რის შედეგადაც ორგანიზმი უბრუნდება ჯანსაღ წონას.
  • წონის კორექცია ხდება გამოჯანსაღების წყალობით.

გასახდომი კომპლექსი თავიდან აგარიდებთ უამრავ დიეტას. დაგეხმარებათ ჭარბი წონის მოშორებაში რაც არცთუ იშვიათობაა ჩვენ ცხოვრებაში. დროის სიმცირის გამო გვიწევს ვიკვებოთ არაჯანსაღი საკვებით რაც იწვევს უამრავ პრობლემას, მათ შორის წონის მატებასაც. წონაში დაკლება დაგეხმარებათ კვლავ დაუბრუნდეთ ჩვეულ ფორმას და ისიამოვნოთ ცხოვრებით ზედმეტი წონის გარეშე.

მიღების წესი

კურსის ხანგრძლივობა: მკურნალობის კურსი შეადგენს 12 თვეს. კურსი უნდა გაიყოს 2 ნაწილად, პირველი 6 თვის შემდეგ უნდა შეისვენოთ 1 თვე და შემდეგ ისევ გააგრძელოთ 6 თვე.

მიიღეთ დღეში 1 კაფსულა ჭამის დროს წყალთან ერთად.

კაფსულები მიიღეთ რეგულარულად და არ აჩქარდეთ. შედეგი აუცილებლად დადგება, მთავარია თქვენ არ დაკარგოთ იმედი. ხშირად შედეგები იწყება 2 თვის მერე, იშვიათად 1 თვიდან. თუმცა შედეგები მაინც მიიღწევა. რაც მთავარია წონაში კლება ხდება ნელა, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო კლებას ჯანმრთელობის დაუზიანების გარეშე.

გაფრთხილბა

  • არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე.
  • გამოიყენეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ან ხართ 18 წლამდე ასაკის მოზარდი.
  • არ გამოიყენოთ თუ გაქვთ გლიკოზიდებისადმი მაღალი მგრძნობელობა, ადრე გადატანილი მიოკარდის ინფარქტი, აორტისა და გულის დეფექტები, გულის მანკი, ნაღვლის ბუშტში ქვები თუ მათი დიამეტრი შეადგენს 7–8 მმ.

მსგავსი პროდუქტები