1) კავკასიური ხარისძირა. მას გააჩნია სამკურნალო თვისებების ფართო სპექტრი. გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის რეგულაციას. გარეგანი გამოყენების შედეგად ჩქარდება კანქვეშა ცხიმის უჯრედული მეტაბოლიზმი. რაც ხელს უწყობს ცხიმის სწრაფ უტილიზაციას. აქვს ანტი–შეშუპების ეფექტი. აუმჯობესებს წყალ–მარილოვან ბალანსს. ასიტმულირებს ტოქსინების და შლაკების გმოყვანის პროცესს. კანს უნარჩუნებს ნორმალურ ტონუსს. აქვს შეხორცების და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. რადგან შეიცავს გულის გლიკოზიდებს და ტოქსიკურია, ამიტომ შინაგანი მიღების დროს საჭიროა დოზირების მკაცრი დაცვა.
2) Lipofirm (Lipofirm LCW). ეს არის ანტი ცელულიტური მცენარეულ ექსტაქტებზე დამზადებული ეფექტური კომპლექსი, რომელიც ახშობს ალფა – 2 რეცეპტორების აქტიურობას და ამცირებს ცხიმის მასას ლიპოლიზის (პროცესი როდესაც ორგანიზმი ცხიმს იყენებს ენერგიის წყაროდ) და სადრენაჟო პროცესების გააქტიურების გზით. Lipofirm LCW – ს შემადგენლობაში შედის აზიური ცენტელას ექსტრაქტი, წყალმცენარეების ექსტრაქტი, L–კარნიტინი, კოფეინი და სხვა კომპონენტები.
3) აზიური ცენტელა. ხელს უწყობს მიკროცირკულაციას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. გარეგანი გამოყენების დროს ავლენს ლიპოლიტურ აქტიურობას ცხიმის ფენებში. ასევე აქვს სადრენაჟო ეფექტი და აშორებს კანს ფორთოხლის ეფექტს.
4) L–კარნიტინი. ხელს უშლის ზედმეტი ცხიმის ფენის წარმოქმნას. ამცირებს შეშუპებებს და სტაგნაციურ მოვლენებს. ასევე დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს გახდომის ეფექტს.
5) წყალმცენარეების ექსტრაქტი. მათში არსებული ბუნებრივი იოდის მაღალი კონცენტრაციის წყალობით უზრუნველყოფს ზედმეტი სითხის გამოყოფას კანქვეშა ქსოვილებიდან, რითაც ხელს უშლის შეშუპეპას. ამავე დროს ახდენს დეტოქსიკაციურ მოქმედებას კანქვეშა ქსოვილებზე.
6) ბიოფლავონოიდებს აქვთ P-ვიტამინური აქტივობა, ადვილად აღწევენ კანში, აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას, აძლიერებენ კაპილარების კედლებს.
7) კოფეინი ააქტიურებს ცხიმოვან ქსოვილში ლიპაზას, აჩქარებს ლიპოლიზს (ცხიმების დაშლას) რითაც ამცირებს კანქვეშ დაგროვილი ცხიმების მასას.
8) ორგანული სილიკონი არბილებს ეპიდერმისის გარე შრეებს, ასევე ორგანიზმს ეხმარება აქტიური ინგრედიენტების შეინარჩუნებაში კანში და კანქვეშა ქსოვილში.
9) BodyFit – ი არის ინოვაციური კომპლექსი რომელიც წვავს ცხიმს. ის შეიცავს მწვანე ყავის ექსტრაქტს და L–კარნიტინს.
10) მწვანე ყავის ნატურალური მარცვლები რომლებმაც არ გაიარეს მოხალვის პროცესი, შეიცავს 7% ქლოროგენის მჟავას. მისი გარეგანი გამოყენების დროს აქტიურდება გაცვლითი პროცესები კანის ყველა შრეში და ასევე კანქვეშა ქსოვილებში. შესაბამისად ხელს უშლის კანქვეშ ახალი ცხიმოვანი ფენის გაჩენას. ასევე აქვს ანტიცელულიტური მოქმედება, ააქტიურებს ტოქსინების გამოყოფის პროცესს, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ანელებს კანის დაბერების პროცესს და აუმჯობესებს მის ელასტიურობას.
11) მწვანე ჩაი აჩქარებს უჯრედულ მეტაბოლიზმს, მოქმედებაში მოჰყავს კანქვეშა ცხიმის დაწვის პროცესი. ზრდის ბეტა დაჟანგვას და თერმოგენეზს. მწვანე ჩაის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები პოლიფენოლი, კატეხინი ამცირებენ ცხიმების დაგროვებას და მათი შეწოვის დონეს. შეიცავს ვიტამინების კომპლექსს: В, С, К, PР. ასევე მიკრო ელემენტებს, ანტიოქსიდანტებს, ამინონჟავებს და კოფეინს. რაც ორგანოზმს წმენდს ტოქსინებისა და შლაკებისგან.
12) ფორთოხლის და ლიმონის ეთერ ზეთები რომლებიც მიღებულია ცივი გამოწურვის მეთოდით. გარეგანი გამოყენების შემთხვევაში კანს კვებავენ С ვიტამინით, რიბოფლავინით, პურინით, თიამინით და კაროტინით. ასევე კანს კვებავენ მინერალებით კალციუმით, კალიუმით და ფოსფორით. ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ნორმაში მოჰყავს კანის სეკრეცია. კანს უზრუნველჰყოფს: ანტი ცელულიტური, მატონიზირებელი, შეშუპების სწინააღმდეგო და რეგენერაციული მოქმედებით.
13) როზმარინი აუმჯობესებს კანის მიკროცირკულაციას. ზრდის კანის შემაერთებელი ქსოვილის ელასტიურობას. აახალგაზრდავებს კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს; აქვს ანტიცელულიტური ეფექტი, ზრდის მეტაბოლიზმს. ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას და ფორებს.
14) ალანტოინი არის ბუნებრივი ნივთიერება, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის. აქვს ორმაგი მოქმედება კანზე: არბილებს კანს და აცილებს მკვდარ უჯრედებს. ხელს უწყობს უჯრედების გაყოფას. რითაც ხელს უყობს კანის გაახალგაზრდავებას. ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკური ინდუსტრიაში.
ხარისძირა გელ–ბალზამი ფიგურის კორექციისთვის ნატურალური პროდუქტია და ამავე დროს ძალიან ეფექტური. ის გამოიყენება ცხიმოვანი ფენის შესამცირებლად და ტანის კონტურების გასაუმჯობესებლად. ამ ეფექტს ის აღწევს მცენარეული ექსტრაქტების წყალობით, რომლებიც გამოირჩევიან: ცხიმების დაწვის, დამატენიანებელი, შეშუპების საწინააღმდეგო, მკვებავი და ლიმფოდრენაჟული ეფექტით. ბალზამი ასტიმულირებს უჯრედულ მეტაბოლიზმს კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, რითაც უზრუნველყოფს ცხიმების სწრაფ უტილიზაციას. ნორმაში მოჰყავს კნის სეკრეცია. ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას. აუმჯობესებს წყალ-მარილოვან ბალანსს. ხელს უწყობს ტოქსინების და შლაკების გამოდენის პროცესს, აძლიერებს კანის დამცავ ფუნქციებს, ხელს უშლის ასაკობრივ ცვლილებებს კანში და ზრდის კანის ელასტიურობას.
სუფთად დაბანილ კანზე, რომელიც დამუშავებულია სკრაბით, წაისვით კანზე თხელი გელის ფენა. შემდეგ წრიული ენერგიული მოძრაობებით შეიზილეთ პრობლემატურ ადგილებში სრულ შეწოვამდე. ჩამოიბანეთ 4–5 საათის შემდეგ. გამოიყენეთ რეგულარულად 4 კვირის განმავლობაში: მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად კურსი გაიმეორეთ 2–3 ჯერ წელიწადში.
უკუჩვენებები გამოვლენილი არ არის.
შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური გადაუტანლობა.
არ გამოიყენოთ დაზიანებული კანის შემთხვევაში.
ალერგიული რეაქციის შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი გამოყენება და კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.