☏ - 597 76 09 89

შეკვეთისთვის დარეკეთ ამ ნომერზე

სელის თესლის ზეთი კაფსულებში

 

თბილისი:

რუსთავი:

ქუთაისი:

სამტრედია:

ხონი:

ხობი:

აბაშა:

წყალტუბო:

სენაკი:

ზუგდიდი:

ბათუმი:

ქობულეთი:

რაოდენობა შეფუთვაში / წონა

ფლსკონში არის 100 კაფსულა / 1 კაფსულა 300 მილიგრამი

ფასი

100 – 13.00 ლარი
200 – 24.00 ლარი
300 – 33.00 ლარი
400 – 40.00 ლარი

პროდუქტის დასახელება

სელის თესლის ზეთი კაფსულებში

მწარმოებელი / მოყვანის ადგილი

რუსეთი / კომპანია მირროლლა «Мирролла»

შეძენის პირობები

პროდუქცია მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

პროდუქტის აღწერილობა

კომპანია «Мирролла» დაარსდა 2004 წელს. ის უკვე 10 წელზე მეტია რაც აწარმოებს სამედიცინო დანიშნულების ეთერზეთებს და კოსმეტიკურ ზეთებს, სააფთიაქო ქსელებისთვის. ის თავის პროდუქციას აწარმოებს მაღალი ხარისხის ნედლეულისგან.

 

სელის აღწერა

სელი არსებობს როგორც ერთწლიანი ასევე მრავალწლიანი ჯიშებიც. სელის დაახლოებით 100 – ზე მეტი სახეობა არსებობს. მაგრამ სელი რომელსაც იყენებენ სამკურნალოდ და ცხოველების საკვებად არის ერთწლიანი მცვენარე. სელს თავდაპირველად იყენებდნენ, ანუ მის ღეროს, ძაფის ან თოკის დასაწნავად. მისი ღეროს სიმაღლე მერყეობს 30 – 60 სანტიმეტრამდე. მისი სამშობლოს დადგენა არც თუ ისე ადვილია, ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო შესაძლოა იყოს სამხრეთი შუაზღვისპირეთი. მას ასევე იყენებენ საქონლის საკვებად.

სელის თესლის ზეთის ქიმიური შემადგენლობა

100 გრამი სელის ზეთი შეიცავს 898 კილოკალორიას

ვიტამინები:

А, В1, В2, B3, B4, В6, B9, С, F, P, Е, РР, K, F

მიკრო ელემენტები

ცინკი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი

ასევე შეიცავს

ასევე შეიცავს ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებებს როგორიც არის ომეგა 3, ომეგა 6 და ომეგა 9.

სელის თესლის ზეთის ფარმაკოლოგიური თვისებები

    მოქმედება ორგანიზმზე

  1. გულსისხლძარღვთა სისტემა.
  2. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი.
  3. სასუნთქი სისტემა.
  4. იმუნიტეტი.
  5. ონკოლოგიური დაავადებები – პროფილაქტიკაც.
  6. ნერვული სისტემა.
  7. თირკმელები – შარდსაქესო სისტემა.
  8. საყრდენ მამოძრავებელი სისტემა.
  9. კანი.
  10. ჭარბი წონა.
  11. დიაბეტი.
  12. თვალები
  13. სტომატოლოგიური დაავადებები.

გულსისხლძარღვთა სისტემა. სელის თესლის ზეთის რეგულარული გამოყენება სისხლში ამცირებს ქოლესტერინის დონეს საშუალოდ 25% – მდე. ტრიგლიცერიდების დონეს 65% – მდე, მცირდება სისხლის სიბლანტე და იზრდება სისხლძარღვების ელასტიურობა. რასაც მივყავართ არტერიული წნევის დაწევამდე და ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს. რეკომენდირებულია სელის ზეთის გამოყენება ათეროსკლეროზის კომპლექსური მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით. ასევე გამოიყენება, გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიის, ინსულტისა და ინფარქტის დროს.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი. სელის ზეთის რეგულარული გამოყენება არეგულირებს მონელების სისტემას მთლიანობაში. კერძოდ ის აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას, აქრობს გულძმარვას და ყაზბობას (შეკრულობას), ასუფთავებს ნაწლავებს პარაზიტებისგან. სელის ზეთი რეკომენდირებულია გასტრიტის და მომნელებელი ტრაქტის ანთებითი დაავადებების დროს. ასევე ის აქტიურად გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. ასევე ის კარგად მოქმედებს კოლიტის, ღვიძლის ცეროზის, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის, ჰეპატიტის, ბუასილის, ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვების, დეზინტერიის, მწვავე გაუვალობის და ა. შ.

სასუნთქი სისტემა. სელის ზეთის გამოყენებას ურჩევენ ისეთი დაავადებების კომპლეკსური მკურნალობის დროს როგორიც არის: ანგინა, ლარინგიტი, ბრონხიალური ასთმა. კარგი შედეგები აჩვენა მისმა გამოყენებამ ისეთ ავადმყოფებში რომლებსაც აქვთ ფილტვების და ბრონქების ქრონიკული დაავადებები. რადგან ეს ზეთი არის ნატურალური და ბუნებრივი საშუალება ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო მოქმედებით.

იმუნური სისტემა. სელის ზეთი საუკეთესო იმუნო სტიმულატორია. მისი გამოყენება რეკომენდირებულია ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ასევე იმ ადამიანებისთვის ვინც ხშირად ავადმყოფობს გრიპის ვირუსით.

ქალებში სელის ზეთის გამოყენება დადებითად აისახება ჰორმონალურ ფონზე, რადგან ის ხელს უწყობს მის რეგულაციას. მენსტრუალური და კლიმაქსური წინა პერიოდის დროს საგრძნობლად ამცირებს ტკივილებს, ცუდ ხასიათს და განწყობილებას. განსაკუთრებით კარგია სელის ზეთის მიღება ორსულობის პერიოდში, რადგან მასში შემავალი უნიკალური კომპონენტები დადებითად მოქმედებენ ორსულობაზე და მშობიარობაზე. ის ასევე ეხმარება ჩანასახის ტვინს, ზრდაში და სწორ განვითარებაში.

მამაკაცებში ამ ზეთის სისტემატიური გამოყენება ამაღლებს პოტენციას და ეხმარება ორგანიზმს მამაკაცური ჰორმონების გამომუშავებაში.

ბავშვებისთვის რეკომენდირებულია სელის ზეთი ჩავრთოთ მათ რაციონში, რათა მოხდეს მათი სრულყოფილი განვითარება და ზრდა. აუცილებელია ჩართოთ იმ დასუსტებული ბავშვების რაციონში ვისაც აქვს ბრონქების და ფილტვების ქრონიკული დაავადებები. ასევე ის უზრუნველყოფს კალციუმის კარგ შეწოვას, რაც აუცილებელი პირობაა მოზარდებისთვის ძვლოვანი სტრუქტურის ზრდისა და ფორმირებისთვის.

სიმსივნის პროფილაქტიკა. ონკოლოგიური დაავადებები ჩვენი დროის უბედურებად იქცა. მსოფლიოს მეცნიერები აღიარებენ, რომ სიმსივნესთან საბრძოლველად ყველაზე კარგი იარაღი მისი პროფილაქტიკაა. სელის ზეთის შემადგენლობაში შედის ისეთი ცხიმმჟავა როგორის არის ომეგა 3. ომეგა 3 – ს აქვს მკვეთრად გამოხატული სისმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე სელის ზეთი შეიცავს ნივთიერებას – (lignans) რაც ეფექტურად ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ნივთიერება lignans ძალიან მცირე რაოდენობით არის სელის ზეთში, თუმცა ამ ნივთიერებას დიდი რაოდენობით შეიცავს თავად სელის თესლის ბოჭკო. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სელის ზეთი ეფექტურად გამოიყენება სარძევე ჯირკვლისა და სწორი ნაწლავის სისმსივნის პროფილაქტიკაში და კომპლექსურ მკურნალობაში.

ნერვული სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა. მსოფლიოს ექიმებმა აღიარეს, რომ სელის თესლი ძალიან კარგად მოქმედებს თავის ტვინის ფუნქციონირებაზე. სისტემატიური გამოყენების შედეგად უმჯობესდება ტვინის რეაქცია და მეხსიერება. ადამიანის ტვინი ნახევარზე მეტი შედგება ცხიმებისგან, ძირითადად კი უჯერი ცხიმოვანი მჟავებისგან, სწორედ ამ მჟავებით არის მდიდარი სელის ზეთი, რომელიც სჭირდება ტვინს. ეს ზეთი აუცილებელია ბავშვებისთვის, გონება ჩამორჩენილი ადამიანებისთვის და ასევე ასაკში მყოფი ადამიანებისთვის. ასევე დამტკიცებულია ცდებით, რომ ის მთლიანობაში დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. სელის ზეთი კარგად ეხმარება ზოგიერთი დეპრესიული დაავადების დროს და ამსუბუქებს შიზოფრენიას.

საყრდენ მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკა. სელის ზეთი გამოიყენება როგორც გარეგანი ისე შინაგანი მიღებისთვის. რადგან მას აქვს კარგად გამოხატული ანტი ანთებითი მოქმედება, მას იყენებენ სახსრების ანთებითი პროცების ჩასაცხრობად. როგორიც არის: ართრიტი, ართროზი, რევმატიზმი და ა. შ. ასევე ის შეამსუბუქებს ავადმყოფის საერთო მდგომარეობას.

კანის დაავადებების პროფილაქტიკა. რეკომენდირებულია სელის ზეთის მიღება კანის დაავადებების კომპლეკსური მკურნალობის დროს. ის დაგეხმარებათ ებრძოლოთ ისეთ დაავადებებს როგორიც არის: სებორეა, ფსორიაზი, ეგზემა, აკნე, როზაცეა, მშრალი კანის გამონაყარი და ა. შ. ის ასევე დაგეხმარებათ ძნელად შესახორცებელი ჭრილობების შეხორცებაში, წყლულების და კანზე ნახეთქების შეხორცებაში. ასევე კარგად მოქმედებს მაზოლებისა და მეჭეჭების დროს.

ჭარბი წონის პროფილაქტიკა. ჩვენ დროში ჭარბი წონა და სიმსუქნე სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ცხიმების კალორიულობა ძალიან დიდია ამიტომ ბევრი ადამიანი ებრძვის ჭარბწონიანობას იმით, რომ თავისი რაციონიდან ამოიღეს ცხიმიანი საკვები. მაგრამ ეს სულაც არ არის პრობლემის მოგვარება გზა! უჯერი ცხიმები ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება. სელის ზეთი ბოლომდე შეავსებს უჯერი ცხიმების დეფიციტს ორგანიზმში. ასევე ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა 3 და ომეგა 6, ნორმაში მოჰყავთ ცხიმის მეტაბოლიზმი და საერთოდ ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლა. სელის ზეთი აქვეითებს მადას, რაც დაგეხმარებათ დიეტის დაცვაში. გარდა ამისა ზეთი აჩქარებს საკვების გასვლას ნაწლავებში და ამცირებს შეწოვის კოეფიციენტს. რათქმაუნდა უნდა შემცირდეს საკვების კალორიულობა და გაიზარდოს ფიზიკური დატვირთვა. ამის არ გათვალისწინებით ვერცერთი უნიკალური საშუალება ვერ დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში!

სელის თესლის ზეთის გამოყენება

14 წლიდან და ზევით - 1 კაფსულა 3 – ჯერ დღეში ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში კურსი გაიმეორეთ.

უკუჩვენება

უკუჩვენებები გამოვლენილი არ არის.
მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს უკუჩვენება თუ მიიღებთ გადაჭარბებულ დოზას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მოგვწერეთ: Contact@mwvane-aftiaqi.com.
დაგვირეკეთ: ☏ - 597 76 09 89

დაგვირეკეთ ნებისმიერ დროს, ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით გაგცემენ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დეგეკისრებათ პასუხისმგებლობა.