B15 ვიტამინი პანგამონის მჟავა. ბ15 ვიტამინი ამოღებულია ვიტამინისმაგვარ ნივთიერებათა სიიდან რადგან ის არ ითვლება სიცოცხლისთვის სავალდებულოდ ვიტამინად, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ის არის ძლიან ეფექტური სამკურნალო საშუალება.
B15 ვიტამინს გააჩნია მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური თვისება, ეს არის ლიპოტროპული მოქმედება. ეს იცავს ღვიძლს ცხიმის დაგროვებისგან. აგრეთვე გამოყოფს მეთილის ჯგუფს, რომლებიც ორგანიზმში გამოიყენება ნუკლეინის მჟავის სინთეზში. ასევე ფოსფოლიპიდების, კრეატინინის და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წარმოქმნაში.
პანგამონის მჟავა ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და ცხიმების შემცველობას. ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას. აუმჯობესებს უჯრედშორის სუნთქვას, ხსნის დაღლილობას, ამცირებს ალკოჰოლის მოთხოვნას, იცავს ღვიძლს ციროზისგან და უზრუნველყოფს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას.
B-15 ვიტამინს ახასიათებს ციტოპროტექტორული თვისებები და ეწინააღმდეგება დისტროფიული დაზიანების განვითარებას ღვიძლში ათეროსკლეროზის დროს. ასევე დადებითად მოქმედებს გულის კუნთზე. საგრძნობლად ასტიმულირებს ანტისხეულების წარმოქმნის პროცესს.
პანგამონის მჟავას გააჩნია აქტივაციური ზემოქმედება ბიოენერგეტიკულ რეაქციებზე. ის ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას მოწამვლის დროს მაგ: ალკოჰოლით, ანტიბიოტიკებით, ორგანიკით და ა.შ. პანგამონის მჟავა ახდენს ცილების სინთეზს, ამაღლებს კრეატინფოსფატის შემადგენლობას კუნთებში. ასევე ამაღლებს გლიკოგენის შემცველობას ღვიძლში და კუნთებში.
კრეატინფოსფატი ასრულებს მნიშვნელოვან როლს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებაში.
ზოგიერთი მონაცემებით B15 ვიტამინის ნაკლებობისას შეიძლება განვითარდეს ჟანგბადის ნაკლებობა უჯრედებსა და ქსოვილებში, რასაც მოჰყვება შემდეგი სიმპტომების გამოვლინება.
B15 ვიტამინის უკმარისობის ნიშნები:
ზრდასრულებისთვის დღეში 1 ან 2 აბი ჭამის დროს.
თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი. გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.