კოფერმენტი P-5-P -  ვიტამინი B6 - პირიდოქსინი
კოფერმენტი P-5-P - ვიტამინი B6 - პირიდოქსინი
200 აბი / 1 აბი არის 50 მილიგრამი
30 – 29.00 ლარი
60 – 54.00 ლარი
120 – 103.00 ლარი
1 – 170.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

30 აბის შეძენის შემთხვევაში, აბები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.
მსგავსი პროდუქტები

კოფერმენტი P-5-P - ვიტამინი B6

B6 - ის სხვა დასახელება: პირიდოქსინი, პირიდოქსამინი, პირიდოქსალი, ადერმინი. ვიტამინი ბ6 შედის როგორც ცხოველური ისე მცენარეული პროდუქტების შემადგენლობაში ამიტომ რაციონალური კვების პირობებში ოგანიზმის მოთხოვნა კმაყოფილდება, ასევე ის სინთეზირდება ნაწლავის მიკროფლორაში.

კოფერმენტი P-5-P არის ვიტამინი B6 - ის აქტივირებული ფორმა. ორგანიზმი ვიტამინ B6 პირდაპირი სახით არ იყენებს. ის ჯერ ღვიძლში გარდაიქმნება კოფერმენტ P-5-P და ამის შემდეგ გამოიყენება ორგანიზმის მიერ. პირიდოქსინი ასეთი ფორმით არის ძალიან ბიოშეღწევადი. აბები დაფარულია სპეციალური გარსით რომელიც უზრუნველყოფს მის დაცვას საჭმლის მონელების დროს.

რა იწვევს B6 ვიტამინის მოთხოვნილების ზრდას?

ფიზიკური დატვირთვა ცივ ჰაერზე ყოფნისას. ორსულობა და ძუძუთი კვება. ნევრო-ფიზიკური დაძაბულობა. შხამქიმიკატებთან და რადიოაქტიურ ნივთიერებებთან მუშაობა, საკვებიდან დიდი რაოდენობით ცილის მოხვედრის შემთხვევაში.

B6 ვიტამინის მოქმედება და დადებითი თვისებები.

ვიტამინი B6 მონაწილეობს ამინომჟავების და ცილების სინთეზში, ჰორმონების და ჰემოგლობინის ერითროციტების წარმოქმნაში. პირიდოქსინი საჭიროა, რომ მივიღოთ ენერგია ცილებიდან, ცხიმებიდან და ნახშირწყლებიდან.

B6 ვიტამინი მონაწილეობს ფერმენტების შექმნაში. უზრუნველყოფს 100-მდე ფერმენტის ნორმალურ ფუნქციონირებას. პირიდოქსინი აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იცავს კუნთებს კრუნჩხვისგან, ხელების დაბუჟებისგან, ასევე აუცილებელია ნუკლეინის მჟავის ნორმალური სინთეზისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება ოგანიზმის დაბერებას და ამაღლებს იმუნიტეტს.

B6 ვიტამინის მიღების წესი

ზრდასრულებისთვის 1 ან 2 – ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად.

გაფრთხილება

თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი. გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

Vitamin B6 50 mg