სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ნიაცინი – იგივე ვიტამინი B3 ან PP
ნიაცინი – იგივე ვიტამინი B3 ან PP
ფლაკონში არის 100 კაფსულა / 1 კაფსულა არის 500 მილიგრამი
30 – 21.00 ლარი
60 – 36.00 ლარი
100 – 55.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

30 ან 60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ნიაცინის აღწერა

ქიმიური ფორმულა: C6H5NO2
ბიოლოგიური ნახევარ სიცოცხლის პერიოდი: 20-45 წუთი.
დნობის ტემპერატურა: 237 °C.
მოლური მასა: 123.1094 გ/მოლი-1
ქიმიური სახელი: პირიდინკარბონის მჟავა.
ფიზიკური აღწერილობა: თეთრი, გამჭვირვლე კრისტალი.

ნიკოტინმჟავა - იგივე PP ან B3 ვიტამინი. გამჭირვალე, ჰიდროფილური, მყარი ნივთიერება რომელიც აუცლებელია ჟანგვა-აღდგენითი პროცესებისათვის, ნახშირწყლების ცვლისთვის, თავის ტვინის ქერქისა და გულ-სისხლძარღვთა ფუნქციონერიბისართვის.

ნიკოტინმჟავას შეიცავს: ლუდის საფუარი, თევზი, ძროხის თირკმელი და ღვიძლი, მზესუმზირა, არაქისი, ბრინჯი, ქატო და ა.შ

ნიკოტინმჟავას ნაკლებობა იწვევს მონელების პრობლემებს, გადაღლილობას, ღებინებას, დეპრესიას, პალეგრას.

ორგანიზმში ნიკოტინმჟავას გადაჭარბებული რაოდენობა შესაძლოა იყოს ტოქსიკური.

ყოველი B ჯგუფის ვიტამნი ეხმარება ორგანიზმს რთული ნახშირწყლების გლუკოზად გარდაქმნაში. ნიკოტინჟავა ნახშირწყლებთან ერთად მონაწილეობს ცილებისა და ცხიმების წვაშიც.

ღვიძლში ნიკოტინ მჟავას სინთეზი ხდება ამინომჟავა ტრიპოფანისგან. ნიკოტინმჟავას სინთეზისთვის ასევე საჭიროა რკინა, ვიტამინი B6 და რიბოფლავინი.

ნიაცინის გამოყენება მედიცინაში

ნიკოტინმჟავა არეგულირებს სისხლში ქოლესტერონის შემცველობას, იგი ამცირებს ორგანიზმისთვის საზიანო LDL ქოლესტერინის რაოდენობას. თუ ორგანიზმში დიდი რაოდენობითაა LDL ქოლესტერინი, იგი ილექება სისხლძარღვების კედელზე და ხელს უშლის სისხლს გადაადგილებაში. ეს იწვევს ათეროსკლეროზს, იშემიური დაავადებებს ( მაგ: იშემიურ ინსულტს, ენდარტერიტს, მიოკარდის ინფარქტს და ა.შ) და პირიქით. ნიკოტინმჟავა ზრდის ორგანიზმისთვის საჭირო HDL ქოლესტერინის რაოდენობას. HDL ქოლესტერინი უჯრედის მემბრანის თბორეგულატორია. მჟავა იცავს უჯრედის მემბრანას გათხევადებისა და გამყარებისგან. მის გარეშე დაირღვევა უჯრედში საკვებისა და ჟანგბადის ტრანსპორტირება.

შაქრიანი დიაბეტის დროს იმუნური სისტემა "აძალებს" კუჭქვეშა ჯირკვალს მეტი ინსულინის გამომუშავებას, რაც აზიანებს პანკრეასის უჯრედებს. ნიკოტინმჟავა იცავს პანკრეასს ამგვარი დაზიანებისგან.

ნიკოტინმჟავა ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების რაოდენობას, რაც განაპირობებს მჟავის, პანკრეასის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას . ის იცავს ორგანიზმს ქოლესტერინის დიდი რაოდენობით გამწვეული სხვა დაავადებებისგან (მაგ: ათეროსკლეროზი).

ნიკოტინმჟავა აფართოებს სისხლძარღვებს, ამით მცირდება პერიფერიოული წინაღობა. უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და უჯრედებს უკეთ მიეწოდებათ ჟანგბადი და საკვები.

ნიკოტინ მჟავა ასტიმულირებს კუჭში მარილმჟავას წარმოქმნას. მარილჟავას საჭმლის მომნელებელი ფერმენტები (მაგ: პეპსინი) არააქტიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობაში გადაჰყავს და იწყება ცილებისა და ცხიმების მონელება.

ნიკოტინმჟავა ტვინში ააქტიურებს რეცეპტორ ბენზოდიაზეპინს, რომელიც გავლენას ახდენს ძილზე და ეხმარება ორგანიზმს მშვიდად ძილში.

სასარგებლო თვისებები:
  1. ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობას (ადრენალინის გამოყოფას);
  2. ამცირებს ორგანიზმისთვის საზიანო LDL ქოლესტერინის რაოდენობას და ზრდის ორგანიზმისთვის საჭირო HDL ქოლესტერინს.
  3. გამოიყენება ათეროსკლეროზის და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებების სამკურნალოდ;
  4. ამცირებს დიაბეტის რისკს, აკონტროლებს სისხლში შაქარის რაოდენობას;
  5. ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკს;
  6. გამოიყენება ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ;
  7. გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
  8. ამცირებს გულის შეტევის რისკს;
  9. ამცირებს ართრიტით გამოწვეულ ტკივილსა და დაჭიმულობას;
  10. აუმჯობესებს მეხსიერებას;
  11. გამოიყენება ინსომნიას სამკურნალოდ;
  12. ნორმაში აყენებს არტერიულ წნევას;
  13. ასტიმულირებს კუჭში მარილმჟავას წარმოქმნას;
  14. ამცირებს ტკივილს მენსტრუალური ციკლის და სექსუალური აქტის დროს;
  15. გამოიყენება შიზოფრენიის, ჰალუცინაციების სამკურნალოდ;
  16. გამოიყენება ჰიპერაქტიური არეულობის და ყურადრების დეფიციტის სამკურნალოდ;
  17. გამოიყენება კანის დაავადებების (მაგ: აკნე, კეთრი) სამკურნალოდ:
  18. წმენს ღვიძლს საზიანო ქიმიური ნივთიერებებისგან;
  19. ამცირებს ქოლერათი გამოწვეულ დიარეას;
  20. ამცირებს იშემიური ინსულტის რისკს;
  21. გამოიყენება ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ;

ნიაცინის მიღების წესი

უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 1 კაფსულა დღეში 1 – ჯერ ჭამის დროს.

უკუჩვენება

გამოყენებამდე – აუცილებლად გაიარეთ კოსულტაცია ექიმთან. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით თუ იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ან გაქვთ ქრონიკული დაავადება.

არ გამოიყენოთ ორსულობის დროს.

თუ შენიშნავთ რაიმე უკუჩვენებას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.