DMG იგივე დიმეთილგლიცინი, რომელსაც ასევე უწოდებენ ვიტამინ B15-ს გამოიყენება ენერგიის გასაუმჯობესებლად და ასევე იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. DMG დაბალი რაოდენობით გვხვდება სხვა და სხვა საკვებში, მათ შორის ხორცში, თესლში და მარცვლეულში. ვიტამინი B15 ასტიმულირებს ტვინის აქტივობას, ხელს უწყობს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ენერგიისა და სიფხიზლის მომატებას. ატონიზირებს კუნთებს, ხსნის დაღლილობას და აჩქარებს ენერგიის აღდგენის პროცესს შეჯიბრის შემდეგ. როგორც კვლევები აჩვენებს DMG (B15) ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, იგი განსაკუთრებულად ღირებულია სპორტსმენებისთვის რადგან ასტიმულების ენერგიის მატებას, უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას, ზრუნავს ღვიძლის ჯანმრთელობაზე და სხვა. DMG არის ძლიერი მეტაბოლური გამაძლიერებელი, რომელიც აძლიერებს სხეულის უამრავ სასიცოცხლო ფუნქციას.
DMG (B15) ვიტამინს გააჩნია მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური თვისება, ეს არის ლიპოტროპული მოქმედება. ეს იცავს ღვიძლს ცხიმის დაგროვებისგან. აგრეთვე გამოყოფს მეთილის ჯგუფს, რომლებიც ორგანიზმში გამოიყენება ნუკლეინის მჟავის სინთეზში. ასევე ფოსფოლიპიდების, კრეატინინის და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წარმოქმნაში. პანგამონის მჟავა ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და ცხიმების შემცველობას. ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას. აუმჯობესებს უჯრედშორის სუნთქვას, ხსნის დაღლილობას, ამცირებს ალკოჰოლის მოთხოვნას, იცავს ღვიძლს ციროზისგან და უზრუნველყოფს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას. DMG (B15) ვიტამინს ახასიათებს ციტოპროტექტორული თვისებები და ეწინააღმდეგება დისტროფიული დაზიანების განვითარებას ღვიძლში ათეროსკლეროზის დროს. ასევე დადებითად მოქმედებს გულის კუნთზე. საგრძნობლად ასტიმულირებს ანტისხეულების წარმოქმნის პროცესს. პანგამონის მჟავას გააჩნია აქტივაციური ზემოქმედება ბიოენერგეტიკულ რეაქციებზე. ის ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას მოწამვლის დროს მაგ: ალკოჰოლით, ანტიბიოტიკებით, ორგანიკით და ა.შ. პანგამონის მჟავა ახდენს ცილების სინთეზს, ამაღლებს კრეატინფოსფატის შემადგენლობას კუნთებში. ასევე ამაღლებს გლიკოგენის შემცველობას ღვიძლში და კუნთებში. კრეატინფოსფატი ასრულებს მნიშვნელოვან როლს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებაში. იცავს ღვიძლა ცხიმების დაგროვებისგან და ციროზისგან. სისხლში ამცირებს ცხიმების და მავნე ქოლესტერინის შემცველობას. ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას. აუმჯობესებს ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგბადის მოწოდებას. პანგამონის მჟავას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ზრდის კუნთების გამძლეობას და აუმჯობესებს მათ კუმშვადობას. ხსნის დაღლილობას. ამცირებს ალკოჰოლის მოთხოვნას. ასევე უზრუნველყოფს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან. დადებითად მოქმედებს გულის კუნთზე და მთელ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ზოგიერთი მონაცემებით B15 ვიტამინის ნაკლებობისას შეიძლება განვითარდეს ჟანგბადის ნაკლებობა უჯრედებსა და ქსოვილებში, რასაც მოჰყვება შემდეგი სიმპტომების გამოვლინება.
მელატონინი არის ჰორმონი რომელზეც არის დამოკიდებული ჯანსაღი ძილის პროცესი. ასევე მასზეა დამოკიდებულია ადამიანის მშვიდი მდგომარეობა და ჯანსაღი დასვენება. ასევე ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. მელატონინი უზრუნველყოფს ტვინის ჯანმრთელობას, იცავს ტვინის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან და ტოქსინების ზემოქქმედებისგან. ის ზრუნავს ადამიანის კონგიტიურ ჯანმრთელობაზე და დადებითად აისახება ხანდაზმული ადამიანების მეხსიერებაზე. ასევე ეხმარება ორგანიზმს არტერიული მაღალი წნევის დარეგულირებაში თუ ის გამოწვეულია მელატონინის ნაკლებობით.
დოფამინი არის ჰორმონი რომლითაც განვიცდით ბედნიერებას და ვიღებთ სიამოვნებას. მისი დახმარებით ჩვენი ცხოვრება არის სასიამოვნო. მის გარეშე შეუძლებელია ადამიანი თავს გრძნობდეს კარგად. დოფამინის ნაკლებობა იწვევს დეპრესიას და ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვას.
DMG (B15) ვიტამინის უკმარისობის ნიშნები:
ზრდასრულებისთვის 1 აბი 2 ან 3-ჯერ დღეში, ჭამის დროს.
თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი. გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.